NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » შსს-მ ექვს თვეში 132 ძებნილი დააკავა
მთავარი გვერდი სიახლეები

შსს-მ ექვს თვეში 132 ძებნილი დააკავა

შსს-მ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი 132 პირი დააკავა,- ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულებიდან 41 პირი ქურდობისთვის იყო ძებნილი, ორი – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, 15 – თაღლითობისთვის.

შსს-ს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი იყო სამი პირი, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისთვის – რვა პირი, სხვისი ქონების მითვისებისთვის – ასევე რვა პირი, ხოლო ყაჩაღობისთვის – ერთი.

პოპულარული სტატიები

ტირანული მუსოლინის სიყვარული

მთავარი რედაქტორი

“ხორავას საქმეზე საგამოძიებო კომისიამ მოხელეების მხრიდან გადაცდომები ვერ დაადგინა”

მთავარი რედაქტორი

მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის გამოსაშვები გამოცდები დაიწყო

გადასვლა....