NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “ღორის გრიპის” შემდეგ საქართველოში “ტკიპების შემოსევა” იწყება
საზოგადოება

“ღორის გრიპის” შემდეგ საქართველოში “ტკიპების შემოსევა” იწყება

გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად ტკიპების სეზონი იწყება. მათგან თავის დასაცავად მოსახლეობამ, განსაკუთრებით ფერმერებმა, მინდვრების სამუშაოების ან ბუნებაში გასვლის დროს თავი ე.წ. დამაფრთხობლებით უნდა დაიცვან – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ მედიაცენტრ “მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რაც შეეხება გრიპს, იმნაძის თქმით, გრიპის შემთხვევებმა დეკემბრის მაჩვენებელთან შედარებით, დაახლოებით ორნახევარჯერ იკლო.

მისი თქმით, მთელი ზამთარი აქტიურად ცირკულირებდა ე.წ. ღორის გრიპი (H1N1), ახლა ცირკულირებს H3N2 და ბე (B) ტიპის ვირუსიც.

“გრიპის სეზონი გაგრძელდება აპრილის შუა რიცხვებამდე. ორსულებს კვლავ ვურჩევთ, აიცრან, რადგან მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, წელს საქართველოში წითელას 2 100-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. იმნაძის თქმით, საქართველოში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა საკმარისი რაოდენობითაა და ინფექციური ვირუსული დაავადების შეჩერება საყოველთაო აცრითაა შესაძლებელი.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, წითელას გავრცელების კოეფიციენტით საქართველო მსოფლიოში მე-3 ადგილზეა.

პოპულარული სტატიები

“ვაშაძე არ უნდა გახდეს პრეზიდენტი, ის ჩემი შვილის მკვლელებს შეიწყალებს”

“უთხარით რომ მიყვარს” _ ჟორჟოლიანი კვიციანს

მთავარი რედაქტორი

“სადღა არიან ისეთი მამაკაცები, რომლებიც ძვირფას საჩუქრებს ჩუქნიან ქალებს?! აღარ მჭირდება ასეთი მამაკაცი!”

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....