NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ქართველები ბრაზილიაში Neymar JR’s-ის ფინალში ითამაშებენ
მთავარი გვერდი სიახლეები სპორტი

ქართველები ბრაზილიაში Neymar JR’s-ის ფინალში ითამაშებენ

საქართველოში Neymar Jr’s Five 2018-ის შესარჩევი ეტაპის მატჩები 6 ქალაქში გაიმართა. თელავში, გორში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში და თბილისში და 200 გუნდი მონაწილეობდა. ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

გამარჯვებული გუნდი 21 ივლისს ბრაზილიაში, საქართველოს სახელით, ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, Neymar Jr’s Five გლობალური ჩემპიონატია პროფესიონალი და მოყვარული ფეხბურთელებისთვის, რომელიც 60 ქვეყანაში ტარდება.

შეხვედრები 5X5-ზე მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობის მიღება 16-დან 25 წლის ჩათვლით გოგოებსა და ბიჭებს შეუძლიათ. ასევე შესაძლებელია 25 წლის ზემოთ ორი მოთამაშის დამატება.

პოპულარული სტატიები

თბილისში მომუშავე სოციალურ მუშაკებს მთელი წლის სამგზავრო აბონიმენტები მიეცემათ, ხოლო რაიონებში ავტომობილებით უზრუნველყოფა მოხდება

მთავარი რედაქტორი

შსს გამოძიება დაიწყო არჩევნებთან დაკავშირებულ შესაძლო დანაშაულებზე

მთავარი რედაქტორი

პაპუნაშვილმა დაბრუნება გოლით აღნიშნა

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....