NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ფოთელები პალიასტომის ტბისა და მდინარე კაპარჭას მიმდებარე ტერიტორიიდან სახიფათო ნარჩენების გატანას ითხოვენ
რეგიონი

ფოთელები პალიასტომის ტბისა და მდინარე კაპარჭას მიმდებარე ტერიტორიიდან სახიფათო ნარჩენების გატანას ითხოვენ

მოსახლეობა ფოთში, პალიასტომის ტბისა და მდინარე კაპარჭას მიმდებარე ტერიტორიაზე დაყრილი ნარჩენების სასწრაფოდ გატანას ითხოვს.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე დაყრილია სამედიცინო ნარჩენები, რომელიც  სახიფათო ნარჩენების კლასს მიეკუთვნება. მერიაში ამბობენ, რომ მისი გატანა და უტილიზაცია სპეციალური ლიცენზირებული ფირმის მიერ უნდა განხორციელდეს.

აღნიშნული ტერიტორიის მიმდებარედ საძოვრებია და მოსახლეობა შიშობს, რომ პრობლემა დროულად თუ არ მოგვარდება, ეკოლოგიური პრობლემები გარდაუვალი იქნება.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შესაბამისი შეტყობინების შედეგად, აღნიშნული ფაქტი დააფიქსირეს. ადგილობრივი ზედამხედველობის სამსახური ამ ეტაპზე ახორციელებს სწრაფ რეაგირებას, რადგან ეს არის სამედიცინო დაწესებულებაში წარმოქმნილი სახიფათო ნარჩენები. პრევენციის მიზნით, საჭიროა სასწრაფოდ მისი გატანა და ლიკვიდაცია. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლობის მიერ დაწყებულია მოკვლევა და ჩვენც ჩართულები ვართ ამ პროცესში”,- აცხადებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ჯგერენაია.

პოპულარული სტატიები

ავარია გორში – დაღუპულია მძღოლი და მისი ფეხმძიმე მეუღლე

მთავარი რედაქტორი

ქუთაისში პიროტექნიკის არასწორი გამოყენების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

მთავარი რედაქტორი

კახი კალაძემ მრავალშვილიან ოჯახს სახლი გადასცა საჩუქრად

გადასვლა....