NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ფილმებით დამყარებული კომუნიკაცია მოზარდებთან
კულტურა მთავარი გვერდი პოლიტიკა საზოგადოება

ფილმებით დამყარებული კომუნიკაცია მოზარდებთან

უდიდესი შეცდომა აღზრდის ხელოვნებაში არის ის, რომ ახალგაზრდებს დამოუკიდებლად აზროვნებას არ აჩვევენ.

                                                                                                                      გოთჰოლდ ეფრაიმ ლესინგი 

 

  რეფორმების მიუხედავად, სკოლებში მოსწავლეები კვლავ არ გრძნობენ თავს თავისუფლად მათ ერთი სული აქვთ გაიგონ ბოლო გაკვეთილის ზარის ხმა, რათა აიღონ ჩანთა და უკანმოუხედავად გავიდნენ იმ შენობიდან, რასაც სკოლას ვუწოდებთ. 12 წელი სისტემატიურად ყოველდღე ერთი და იგივე მეორდება, არაფერი იცვლება. იცვლება მხოლოდ მოზარდთა დამოკიდებულება მასწავლებლებისა და სკოლის მიმართ, ეს დამოკიდებულება კი ნეგატიურია.

     ჩვენ ვხედავთ შედეგებს და ზოგჯერ თვალზე ხელსაც ვიფარებთ, რათა ეს შედეგებიც ვერ ვნახოთ. სამწუხაროდ კითხვების დასმა არ გვიყვარს, საკუთარ თავსაც კი ვერიდებით, რომ ერთი მარტივი კითხვა დავუსვათ – იქნებ ჩვენი განათლების სისტემაა მოშლილი?

      სიმართლე გითხრათ ნამდვილად მოშლილია განათლების სისტემა, რადგან ჩვენ გვაქვს სწავლების მეთოდი, რომელიც გვეუბნება რა უნდა ვისწავლოთ ზეპირად და არა იმას რა შინაარსი უნდა გამოვიტანოთ წაკითხულიდან. ამ ფაქტს მოწმობს ის საერთაშორისო კვლევა, სადაც სამარცხვინო ნიშნულზე ვართ.

     მოზარდი პირველი კლასიდან უნდა ეჩვეოდეს დამოუკიდებელ აზროვნებას, რათა ცხოვრებაში საკუთარი თავი არ დაკარგოს, არ დაკარგოს ის ინდივიდუალიზმი, რაც გამოარჩევს სხვა დანარჩენებისგან. თითოეული მოზარდის ინტერპრეტაცია გარკვეული საკითხის მიმართ, მიუხედავად იმისა რომ შეიძლება არ  ვეთანხმებოდეთ ამ აზრს არის ძვირფასი, რადგან ეს აზრი წარმოიშვა იმ მოსწავლის გონებაში და წარმოადგენს მის შემოქმედებას. 

    მასწავლებელი რომელიც ეტყვის მოსწავლეს, რომ იგი ცდება, Სინამდვილეში ავლენს ფაქტს, რომ თვითონ ცდება, რადგან იგი დისკუსიის ფორმატში უნდა მიემართებოდეს ჭეშმარიტების ძიებისკენ და არა გადაჭრით ავლებდეს წითელ ხაზს სიმართლესა და სიცრუეს შორის.

სამწუხაროდ, სკოლებში ბევრი ისეთი პრობლემა იჩენს თავს, რისი იმუნიტეტიც ჯერ ჩვენ არ გამოგვიმუშავებია. ვაწყდებით უზარმაზარ კლდეებს, რისი გადალახვაც შეუძლებელია დღევანდელ რეალობაში. მოზარდები ერთმანეთს ჩაგრავენ, დანაშაულისადმი ინტერესი უჩნდებათ, მასწავლებებს აბუჩად იგდებენ, ასევე მასწავლებლებიც ხშირად უკიდურეს ზომებს იღებენ და ან სკოლიდან რიცხავენ მოსწავლეს ან პოლიციას იშველიებენ პრობლემის მოსაგვარებლად. 

    მსგავსი “სადამსჯელო ოპერაციები” ემსახურება მოზარდის გამოსწორებას, რაც ფაქტებით შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ არაფრისმომცემია. ის ბავშვი რომელიც დანაშაულისკენ იყო მიდრეკილი, პოლიციის ჩარევით ან სკოლიდან გარიცხვის შემდეგ უფრო მეტად წახალისდა. Როდესაც მოსწავლე ხედავს, რომ სკოლიდან იგი გარიყეს, ეძებს თავშესაფარს სადაც მას ხელებს გაუწვდიან და სიხარულით მიიღებენ, მსგავსი ალტერნატივა კი არის “ქუჩა”.

   Მდგომარეობის გამოსასწორებლად ჩვენი წარსული გამოცდილება არაფერს გვაძლევს, არც უფროსებს და არც მოსწავლეებს. Ჩვენ არ ვიცით როგორ ვასწავლოთ და მათ არ იციან როგორ ისწავლონ. Ამიტომაც აუცილებელია სხვა ქვეყნის ანალოგიური მაგალითები დავამუშავოთ და ხაზი გავუსვათ იმ პრობლემებს, რასაც ვაწყდებით. 

    მოზარდებს კი, რომლებსაც გარკვეული სახის პრობლემები ექმნებათ სასწავლო პროცესთან ან მასწავლებლებთან უმჯობესია ვაჩვენოთ ის ფილმები, რაც მათ პრობლემებს უსვამს ხაზს, სადაც მთავარი გმირები მათი თანატოლები არიან.  ფილმების მეშვეობით ვაჩვენებთ პრობლემის გადაჭრის გზას, რაც გზას გაუხსნით ღირსეულ მოქალაქედ ფორმირებაში. Ვაჩვენებთ, რომ პრობლემა მხოლოდ მათში არ არის. ვუსვამთ ხაზს მასწავლებლის უმნიშველოვანეს როლს ამ პროცესებში, სადაც მასწავლებელი მოსწავლესთან უნდა მეგობრობდეს, მისი პრობლემა გულთან ახლოს უნდა მიჰქონდეს და აძლევდეს მეგობრულ რჩევებს. Სწორედ მსგავსი დამოკიდებულების შემდეგ მოზარდი რადიკალურად შეიცვლის დამოკიდებულებას მასწავლებლის მიმართ და დიდი ალბათობით სასწავლო პროცესებშიც აქტიურად ჩაერთვება.

    ამ იდეით, ნიუსმედიას გუნდი ატარებს სკოლებში ფილმის ჩვენებებს,სადაც მოსწავლეები და მასწავლებლები ერთად უყურებენ ფილმს. ფილმები ეხება სხვადასხვა საკითხებსა და პრობლემებს, რასაც სკოლაში აწყდებიან. Ფილმის დასრულების შემდეგ იმართება დისკუსია, სადაც ორივე მხარე ხედავს, თუ სად დაუშვა შეცდომა და როგორ შეიძლება დღეიდან გამოსწორდეს მათი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ.

   ძლიერ სახელმწიფოდ ვერ ჩამოვყალიბდებით, თუ არ გვექნება სწორად შერჩეული განათლების სისტემა: რომელიც აღზრდის მოაზროვნე ინდივიდებს, რომელიც ეტყვის მოსწავლეს, რომ მას გასარიყი ახალგარზრდა არ ჰყავს. ეს იქნება ერთი ყველაზე დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის განვითარებისკენ.

ლ.ჯ

პოპულარული სტატიები

“ბავშვის ორგანიზმის სიძლიერეზეა დამოკიდებული როგორ დაემორჩილება მკურნალობას”

მთავარი რედაქტორი

“ხელისუფლებაში გასამდიდრებლად მოსული მავნებლები ხართ. ესაა ჩემი კომენტარი”

მთავარი რედაქტორი

51-ე სკოლის დირექტორი: ვერავინ დაადასტურებს, რომ დავით სარალიძე ვინმეს ჩაგრავდა

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....