NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » „უფრო კარგი იქნებოდა, მარტო უნარ-ჩვევების გამოცდა დაეტოვებინათ“
საზოგადოება

„უფრო კარგი იქნებოდა, მარტო უნარ-ჩვევების გამოცდა დაეტოვებინათ“

ჩემი აზრით, თავისთავად არასწორია, რომ უნარ-ჩვევები სავალდებულო საგანი აღარ იქნება. შეიძლება, ამდენი გამოცდის ჩაბარება არ იყო საჭირო და საგნების შემცირებისკენ რომ წავიდა, ეს პოზიტიურია. თუმცა, მაინცდამაინც უნარ-ჩვევების გამოცდა რომ შეამცირეს, ეს არასწორია, – ამის შესახებ “მეტრონომთან” საუბრისას პოლიტოლოგმა გია ნოდიამ განაცხადა.

ნოდიას თქმით, იმასთან შედარებით რაც გააკეთეს, უფრო კარგი იქნებოდა, მარტო უნარ-ჩვევების გამოცდა დაეტოვებინათ.

“იმასთან შედარებით რაც გააკეთეს, უფრო კარგი იქნებოდა, მარტო უნარ-ჩვევების გამოცდა დაეტოვებინათ. უნარ-ჩვევების გამოცდა ყველაზე კომპლექსურია, რომელიც ამოწმებს თუ როგორ აზროვნებს აბიტურიენტი და რამდენადაა მზად სტუდენტობისთვის. გარდა ამისა, უნარ-ჩვევების გამოცდა უფრო დემოკრატიულია და თანასწორ პირობებში აყენებს ყველას. ნაკლებად ობიექტური გახდება შერჩევის კრიტერიუმი”, – აცხადებს ნოდია.

შეგახსენებთ,  2019 წელს გამოცდება აღარ ჩააბარებენ მე-11 კლასელები, ხოლო 2020 წლიდან საატესტატო გამოცდები მე-12 კლასელებისთვისაც უქმდება.

პოპულარული სტატიები

13 წლის ალექსი ნამდვილი ავტომობილის შექმნაზე ფიქრობს

მთავარი რედაქტორი

“კომპანია “სვეტის” მიერ დაზარალებული არც ერთი მოქალაქე ბინის გარეშე არ დარჩება”

მთავარი რედაქტორი

,,არ გაპატიებთ ,,ქუჩის ბიჭების” შეურაცხყოფას!”

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....