NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » უფასო აცრები გრიპზე – “ჯიპისი”-ს აქცია
საზოგადოება

უფასო აცრები გრიპზე – “ჯიპისი”-ს აქცია

თბილისში, ჭავჭავაძის #24-ში, „ჯიპისი“-ს ერთ-ერთ ფილიალში გრიპზე ვაქცინაციის მსურველთა რიგია, ვინაიდან აფთიაქში გრიპზე უფასო აცრები ტარდება.

„გრიპის ვირუსის მომატებული შემთხვევების ფონზე აფთიაქი ჯიპისი პრევენციის მიზნით მის ნაშთზე არსებული გრიპის ვაქცინების სრულ რაოდენობას – 1500 ვაქცინას უსასყიდლოდ გამოყოფს მოსახლეობის ვაქცინაციისთვის.

11 იანვრიდან, გრიპის უფასო ვაქცინაცია შესაძლებელი იქნება „ექსპრეს“ კლინიკებში შემდეგ სამ მისამართზე: პეკინის #23/25 (10:00 – 20:00 საათებში); ვაჟა ფშაველას #71 (10:00 – 20:00 საათებში); ჭავჭავაძის #24 (10:00 – 20:00 საათებში); უფასო ვაქცინაცია გაგრძელდება ნაშთის სრულ ამოწურვამდე“, – აღნიშნულია „ჯიპისის“ ინფორმაციაში.

სააფთიაქო ქსელმა „ჯიპისი“-მ  მოსახლეობის აცრისთვის 1500 ვაქცინა უსასყიდლოდ გამოყო.

პოპულარული სტატიები

„განგებამ გაგვიხსნას გონი! ღმერთმა დაგვიფაროს ძმათა სისხლისღვრისგან!“

მთავარი რედაქტორი

“გიას ციხეში არ ეძინა, მთელი ღამე მძინარე პატიმრებით სავსე კამერაში წერდა…”

მთავარი რედაქტორი

“გახარია მოსკოვის კაცია… თუ ზემოთ წინსვლა დაიწყო, ჩამოვაგდებ” (ვიდეო)

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....