NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » უნიკალური აღმოჩენა წალენჯიხაში
კულტურა

უნიკალური აღმოჩენა წალენჯიხაში

წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს.ამ სამუშაოების ფარგლებში ეკლესიის სიღრმეში, კედლის ზედა ნაწილზე წმინდა ნინოს ფრესკა აღმოაჩინეს. ის მე-14 საუკუნით თარიღდება და ბიზანტიური ხატწერის ერთ-ერთ იშვიათ ნიმუშს წარმოადგენს. სასულიერო აკადემიის ხატწერა-რესტავრაციის კათედრის გამგის, მერაბ ბუჩუკურის თქმით,  შუა საუკუნეების კედლის მხატვრობაში თითქმის არ გვხვდება წმინდანის გამოსახულება, მით უმეტეს სახარებით ხელში.  მერაბ ბუჩუკურის თქმით, კედელზე შესრულებული მახტვრობა ბიზანტიელ ხატმწერ კირმანუელ ევგენიკოსს ეკუთვნის და ის დაახლოებით 1384-1396 წლების პერიოდს მოიცავს. სამეგრელოს მთავარს, ვამეხ დადიანს კონსტანტინეპოლში მიუვლენია ბერები, რომლებსაც მხატვარი ჩამოუყვანიათ.

„ძალიან სრულყოფილი პროგრამით ხატავს. ჩანს, რომ ღრმად განსწავლული თეოლოგია. მაღალი დონის ხატმწერი“, – აღნიშნა მან.

ტაძრის მოძღვრის, მამა თომა კალანდიას თქმით, გუმბათსა და ამ გუმბათის მონაკვეთზე ფრესკებს რესტავრაცია 15 წლის წინ ჩაუტარდათ. შემდეგ პროცესი გარკვეული მიზეზების გამო შეჩერდა. დღეს, სამუშაოების განახლების პირობებში, როცა მტვერი გადაიწმინდა სოკოვან დაავადებებთან ერთად, ფრესკა წარწერასთან ერთად გამოჩნდა.

„ბიზანტიის მაშინდელ ხატწერის სკოლას ქონდა თავისი კრიტერიუმები, სადაც ძირითადად გამოხატავდნენ იმ თეოლოგიურ და იკონოგრაფიულად მიღებულ ფრესკებს, რომელიც ბიზანტიაში იყო გავრცელებული. ვიცით, რომ წმინდა ნინოს ძირითადად გამოხატავენ ვაზის ჯვრით ხელში. ჩვენს ტაძარზე გამოსახულია, როგორც მახარობელი, მოციქულთა სწორი“, – განმარტა მამა თომამ.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელ ნიკოლოზ ანთიძის თქმით, მას შემდეგ, რაც მერაბ ბუჩუკური სრულფასოვან დასკვნას დადებს, უფრო გაუადვილდებათ თქმა, მოხდება აღმოჩენილი ფრესკის კონსერვაცია, თუ აღდგენა.

„კოსერვაციას რომ ექვემდებარება, ფაქტია. ჩვენი კედლის მხატვრობის სარესტავრაციო პოლიტიკაში მთავარი ატრიბუტია – მხოლოდ კონსერვაცია უნდა ჩატარდეს. წარმოჩენილი იქნება, რომ ეს მხატვრობა არსებობდა ამ ტაძარში. აღდგენა არ ხდება ძირითადად. ხდება დაფიქსირება იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ჩვენამდე მოვიდა“, – განმარტა მან და აღნიშნა, რომ ეს მიდგომა ამ ეკლესიის სხვა ფრესკებსაც შეეხება.

რაც შეეხება თანხას, წელს, მხატვრობის კონსერვაციის სამუშაოებისთვის 80 ათასი ლარია გამოყოფილი. ჯამში სავარაუდოდ 400-450 ათას ლარამდე დაიხარჯება კედლის მხატვრობისთვის. პარარელურად გრძელდება კვლევის სამუშაოები, რითაც ბიუჯეტი დაზუსტდება.

სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ახორციელებს. ტაძრის აღდგენა მომავალ წელს უნდა დასრულდეს.

ვიდეო: https://youtu.be/8l-LUlrAGhg

წყარო: Livepress.ge

 

პოპულარული სტატიები

“ჩვენ არ დავყოფთ საზოგადოებას “იმისიანებად” და “ამისიანებად”

მთავარი რედაქტორი

საქართველო ჩინეთის საერთაშორისო ლიტერატურულ ფორუმზე პირველად წარსდგა

მთავარი რედაქტორი

“ძმები მოსიების” სახელობის ფესტივალი – ანსამბლ “მასქურის” მორიგი წარმატება (ფოტო, ვიდეო)

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....