NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “სუბელიანს მაშინ უნდა მოეკლა თავი როცა გაიგო, რომ მისი შვილის გამო გარდაიცვალა ჩემი შვილი”
მთავარი გვერდი პოლიტიკა სიახლეები

“სუბელიანს მაშინ უნდა მოეკლა თავი როცა გაიგო, რომ მისი შვილის გამო გარდაიცვალა ჩემი შვილი”

პროკურატურის მიერ გავრცელებულ დღევანდელ ჩანაწერში, მირზა სუბელიანი ამბობს რომ ზაზა სარალიძემ ფული აიღო ნაკაიძისგან , უდესიანისგან და კეზერაშვილისგან.

ზაზა სარალიძე ამ ჩანაწერს ეხმაურება “მეტრონომთან” საუბარში:

“სუბელიანის ახალ ჩანაწერებზე რა ვთქვა აღარ ვიცი. ფული თუ მაქვს აღებული სად წავიღე? როდესაც “რუსთავი2″- ზე გამოვიდა პირველად ჩანაწერები, პროკურატურამ განმარტება გააკეთა, რომ 12 ოქტომბერს დაიწყო გამოძიება.  დღეს კი 16 ოქტომბერს გამოდის ახალი კადრები, რომელშიც ნახსენები ვარ მე, რომ თითქოს თანხები მაქვს აღებული კეზერაშვილისგან ნაკაიძისგან და უდესიანისგან. პარალელურად ვრცელლდება ინფორმაცია, რომ სუბელიანმა თავის მოკვლა სცადა და თან პროკურორები შედიან მასთნ დაკითხვაზე. ჯერ დაკითხეს ვიქტორ ჯაფარიძე და მთავარი მოქმედი პირი არა და დღეს კითხავენ სუბელიან. ესიგი უკვე ფალსიფიცირებულია ყველაგერი. გუშინ როდესაც ჯაფარიძე დაკითხეს, ეკა ბესელია ჩუმად იმყოფებოდა პროკურატურაში და განმარტება გააკეთა, რომ რაღაც საკითხებზე იყი თადუმაძესთნ მისული. ეს იყო გუშინ გამზადებული ჩანაწერეი რომლითაც ცდილობს ხელისუფლება თავი გამოიძრინოს შემნილი სიტუაციიდან.

ჩვეულებრივად ვაგრძელებ აქციას და მოვითხოვ, რომ მკვლელები უნდა იყვნენ დასჯილები. მირზა სუბელიანი უმკაცრესად უნდა იყოს დასჯილი. მისი თვითმკვლელობის მცდელობის ამბავი სპეციალურად ათქმევინეს  ადვოკატს. თავის  მოკვლა თუ უნდოდა სუბელიანს მაშინ უნდა მოეკლა როცა გაიგო, რომ მისი შვილის გამო გარდაიცვალა ჩემი შვილი და ლევნ დადუნაშვილი. დღეს მას თავი აღარ აქვს მოსაკლავი. მას იმის ვაჟკაცობა უნდა ეყოს რომ ადგეს და აღიაროს მისი დანაშაული და როგორ გაანადგურა ამ საქმის ყველა მტკიცებულება.  მისი სუიციდის მცდელობის ამბავი ხელისუფლების ნარატივია, რომ ის შევიცოდით. მაინც ვერაფერს მიაღწევენ და მანამ ვიდგები აქ სანამ ჭეშმარიტება არ დადგინდება და ყველა დამნაშავე არ იქნება დასჯილი” – განაცხადა “მეტრონომთან” საუბრისას ზაზა სარალიძემ.

წყარო: მეტრონომი

 

პოპულარული სტატიები

“აგრესიის კანალიზაცია ხდება ფიზიკური აღზრდით და ვარჯიშით”

მთავარი რედაქტორი

“ყველა ყველას შეჭამს, მოსპობს, გაანადგურებს, არავინ არავის დაინდობს!”

მთავარი რედაქტორი

“ე.წ. ხელისუფლებას ძალიან საინტერესო სიურპრიზებს მოვუმზადებ”

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....