NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » სოციალური მუშაკები 25 მარტიდან გაიფიცებიან
საზოგადოება

სოციალური მუშაკები 25 მარტიდან გაიფიცებიან

25 მარტიდან ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მუშაკები გაიფიცებიან, – ამის შესახებ დღეს განცხადება თავად სოციალურმა მუშაკებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან გააკეთეს. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

გადაწყვეტილების შესახებ მათ უწყებას ოფიციალური წერილით მიმართეს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სამინისტროს მიერ დანიშნულმა მედიაციამ შედეგი ვერ გამოიღო და სოციალური მუშაკების 22 პუნქტიანი მოთხოვნიდან სრულად სამინისტრომ არც ერთი შეასრულა.

„ჩვენ გვქონდა 22 პუნქტიანი მოთხოვნა, რომლისგანაც არც ერთი შესრულებულა. გვქონდა ორი მედიაცია, ორივემ უშედეგოდ ჩაიარა, ამიტომ კანონმდებლობის შესაბამისად სამი დღით ადრე ვატყობინებთ სამინისტროს გაფიცვის შესახებ“, – განმარტა სოციალურმა მუშაკმა, თამარ წიკლაურმა.

სოციალურმა მუშაკები შრომის პირობების გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურული პროექტების მოგვარებას, ხელფასების ზრდასა და სხვადასხვა სერვისის განვითარებას ითხოვდნენ.

პოპულარული სტატიები

მხარდაჭერებთან გრიგოლ ვაშაძის შეხვედრაზე მაჩალიკაშვილი და სარალიძე მივიდნენ

მთავარი რედაქტორი

“რუსმა ჯარისკაცებმა დატოვეს ადგილები, სადაც დღეს იყვნენ განლაგებულები”

კიდევ ერთი ემოციური სიმღერა აფხაზეთზე (ვიდეო)

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....