NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების პროგრამა დაიწყება”
სიახლეები

“სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების პროგრამა დაიწყება”

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების პროგრამა დაიწყება. მისივე თქმით, დაფინანსდებიან ის სტუდენტები, რომლებიც თბილისში არიან რეგისტრირებული და სარეიტინგო ქულა 70 ათასი, ან ნაკლებია.

“ჩვენ ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების პროგრამას. დაფინანსდებიან თბილისში რეგისტრირებული, სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი სტუდენტები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 ათასი, ან ნაკლებია და სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტურანტურის აკადემიურ საფეხურებზე.

დაფინანსება განხორციელდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის ფარგლებში, ყოველწლიური 2250 და სემესტრული 1125 ლარით. მისი ოდენობა დამოკიდებული იქნება აკადემიური მოსწრების საშუალო მაჩვენებელზე და სტუდენტი ქულების მიხედვით მიიღებს 50, 70, ან 100%-იან დაფინანსებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პოპულარული სტატიები

ოფროუდერები საოკუპაციო ხაზთან ( ვიდეო)

მთავარი რედაქტორი

„მაისურები გვეცვა იმის დასტურად, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი არის საქართველო“ – ბორჯღალოსნების კაპიტანი

მთავარი რედაქტორი

ნიდერლანდებში დააკავეს კაცი, რომელმაც1998 წელს 11 წლის ბიჭი მოკლა

გადასვლა....