NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » სოციალურად დაუცველები და ორსულები მედიკამენტ „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებენ
საზოგადოება

სოციალურად დაუცველები და ორსულები მედიკამენტ „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებენ

“ავადობა გაზრდილია, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს”- ამის შესახებ ჯანმრთელობის მინისტრმა განაცხადა.

ამასთან, დავით სერგეენგოს თქმით, დღეიდან სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და ორსულები მედიკამენტ „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებენ. ინფორმაციას “იმედინიუსი” ავრცელებს.

მისივე თქმით, პრეპარატის უფასოდ მისაღებად საჭიროა, ბენეფიციარებმა მიაკითხონ მუნიციპალურ საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრებს, წარმოადგინონ ექიმის დანიშნულება (ფორმა 100). სოციალურად დაუცველთა სტატუსის გადამოწმება კი სამინისტროს ბაზაში მოხდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ დროის მონაცემებით, ჯამში, საქართველოში ლაბორატორიულად ღორის გრიპის გამო 6 ადამიანი გარდაიცვალა.

პოპულარული სტატიები

ნურმაგომედოვი ფლოიდ მეივეზერს რინგზე იწვევს (ვიდეო)

მთავარი რედაქტორი

სასწავლო პროცესი 21 იანვრამდე გადაიდო

“რატომ გგონიათ, რომ მე და ანანიაშვილს ერთმანეთის გვშურს?!” _ ირმა ნიორაძე არჩევნებს ეხმიანება

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....