NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » სოფელ კოდაში ოკუპანტები მავთულხლართებს ავლებენ
პოლიტიკა სიახლეები

სოფელ კოდაში ოკუპანტები მავთულხლართებს ავლებენ

გუშინ ღამით მივიღეთ ინფორმაცია, რომ სოფელ კოდაში რუსი მესაზღვრეები მავთულხლართებს ავლებნდენ, შემდეგ კი აღნიშნული ფაქტის შესახებ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დავით ქაცარავა წერს:

” “ძალა ერთობაშია“ იმყოფება ქარელის რაიონ სოფელ კოდაში, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა ყურადღების ცენტრში მოექცა.
სეპარატისტები აცხადებენ, რომ სოფელი კოდა ეკუთვნით მათ, აქვე მდებარეობს სასარგებლო წიაღისეულის(საჯებირო ქვების ) კარიერი და ისინი ითხოვენ ამ საბადოს და სოფელი კოდის გადმოცემას. კოდა გახლავთ ის სოფელი, სადაც 2017 წლის მიწურულს გაავლეს მავთულხლართები სოფ ჭვრინისის ნიმართულებით.საზოგადოებამ კი ამის შესახებ მავთულხლართების გავლების დასრულებიდან დაახლოებით თვენახევარში გაიგო. დღეს ეს სოფელი დგას ოკუპაციის საშიშროების წინაშე. მოსახლეობა დაშინებულია და ერიდება გახსნილად საუბარს.
ინფორმაცია ამ ეტაპზე ურთიერთგამომრიცხავია – ერთის მხრივ გვაწვდიან ინფორმაციას მავთულხლართების გავლებასთან დაკავშირებით, მეორეს მხრივ(ოფიციალური პოზიცია) უარყოფს მავთულხლართების გავლების პროცესს.ჩვენმა ჯგუფმა დააფიქსირა რუსების აქტივობა, მაგრამ იმისათვის რომ გამოირიცხოს ნებისმიერი უზუსტობა, ჩვენ გადავწყვიტეთ დავრჩეთ სოფელ კოდაში და დავაწესოთ მორიგეობა.”

ამასთანავე დავით ქაცარავა იყო პირდაპ ეთერში სადაც საზოგადოებას მოუწოდა გვერდში დგომისკენ.

რუსმა ოკუპანტებმა მავთულხლართების გავლება განაახლეს!!!!!

Posted by დავით ქაცარავა on Tuesday, June 26, 2018

პოპულარული სტატიები

რუსთავში მოზარდი კორპუსის სახურავიდან გადავარდა და გარდაიცვალა

“თქვენ წერილი გინდათ, თუ სიხარული?”

მთავარი რედაქტორი

” რაც „თიბისის“ გარშემო ხდება, ქვეყნის საინვესტიციო იმიჯზე პოზიტიურად არ აისახება”-იტალიის ელჩი

გადასვლა....