NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » სოფელ გურანთას სკოლაში, სავარაუდოდ, მოსაწავლეებმა კომპიუტერები და პრინტერები მოიპარეს
რეგიონი

სოფელ გურანთას სკოლაში, სავარაუდოდ, მოსაწავლეებმა კომპიუტერები და პრინტერები მოიპარეს

სოფელ გურანთას საჯარო სკოლაში  მისულ მასწავლებლებს კანცელარია ცარიელი დახვდათ. კომპიუტერები და პრინტერები, სავარაუდოდ, ამავე სკოლის მოსწავლეებმა მოიპარეს. კანცელარიის გარდა, მძარცველებმა გატეხეს და გაქურდეს სკოლის დირექტორის კაბინეტიც. სამართალდამცველებმა სამი მოსწავლე დააკავეს და ბრალი წაუყენეს. ამოღებულია მოპარული ტექნიკა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადასტურებს, რომ ქურდობისა და ძარცვის შემთხვევები გაიზარდა და საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული გავლენას ახდენს კრიმინოგენულ ვითარებაზე. კრიმინალის ზრდის მიზეზად მინისტრის მოადგილე ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ მდგომარეობას ასახელებს და ამბობს, რომ ქურდები და მძარცველები ხშირად არასრულწლოვნებიც არიან.

პოპულარული სტატიები

ზუგდიდში აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების პატივსაცემად, მონუმენტს დადგამენ

მთავარი რედაქტორი

ქართველი კალიგრაფისტის ნამუშევარი ლიტვაში, გამოფენაზე წარადგინეს

მთავარი რედაქტორი

“ქუთაისში ერთადერთი საზოგადოებრივი საპირფარეშო დაიკეტა”

გადასვლა....