NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » სირიაში დაბომბვის დროს 44 ადამიანის დაღუპვაში უფლებადამცველები რუსეთს ადანაშაულებენ
ახალი ამბები მთავარი გვერდი

სირიაში დაბომბვის დროს 44 ადამიანის დაღუპვაში უფლებადამცველები რუსეთს ადანაშაულებენ

 

სირიაში დაბომბვის დროს 44 ადამიანის დაღუპვაში უფლებადამცველები რუსეთს ადანაშაულებენ. ამის შესახებ Aljazeera წერს.

ამის შესახებ ორგანიზაცია „თეთრი ჩაფხუტებისა“ და სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციაში განაცხადეს და განმარტეს, რომ 7 ივნისს რუსული თვითმფრინავები იდლიბის პროვინციის სოფელ ზარდანას დაესხნენ თავს და 44 ადამიანი მოკლეს.

დაღუპულთა შორის 11 უფლებადამცველი და 6 ბავშვია. დაშავებულია 60 ადამიანი.

ბრალდებებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სირიაში სამხედრო ოპერაციებს 2015 წლის შემოდგომიდან ახორციელებს. მიზანი ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხებაა.

შეგახსენებთ, რომ სირიის ომის შვიდი წლისთავი 2018 წლის 15 მარტს შესრულდა. 21-ე საუკუნის ყველაზე სისხლიან კონფლიქტში ასი ათასობით ადამიანი დაიღუპა.

პოპულარული სტატიები

მეუფე იაკობი მიტროპოლიტ პეტრეს ემუქრება

მთავარი რედაქტორი

ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდა

თბილისში მშობიარობის შემდეგ ქალი გარდაიცვალა

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....