NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “საუკეთესოს გისურვებთ თქვენ და ქართველ ხალხს“ – ტრამპი ზურაბიშვილს გაპრეზიდენტებას ულოცავს
პოლიტიკა

“საუკეთესოს გისურვებთ თქვენ და ქართველ ხალხს“ – ტრამპი ზურაბიშვილს გაპრეზიდენტებას ულოცავს

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობას ულოცავს:

„ქალბატონო პრეზიდენტო, გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. ამერიკის შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, კეთილდღეობასა და დემოკრატიულ განვითარებას, ასევე საქართველოს მეტ ინტეგრაციას დასავლეთთან. მე ველოდები აშშ-ისა და საქართველოს ახლო პარტნიორობის გაგრძელებას სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას.

ჩვენ მადლიერი ვართ თქვენი ქვეყნის მიერ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ავღანეთის მისიაში შეტანილი წვლილისთვის და ქართველი სამხედროების მიერ გაღებული მსხვერპლისთვის. საუკეთესოს გისურვებთ თქვენ და ქართველ ხალხს“, – ნათქვამია დონალდ ტრამპის წერილში.

პოპულარული სტატიები

“ნიკა მელია ორღობის ჭორიკანას დაემსგავსა”

მთავარი რედაქტორი

მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ არხზე წინასაარჩევნო გადაცემას წაიყვანს (ვიდეო)

მთავარი რედაქტორი

„აქ იქნება თქვენი სახლი“ _ სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებისთვის მედია კლუბს ქმნის

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....