NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » სასწავლო პროცესი კარავში
ახალი ამბები საზოგადოება

სასწავლო პროცესი კარავში

პროტესტის ამ ფორმას სოფელ იორმუღანლოში მას შემდეგ მიმართეს, რაც სკოლის დირექტორმა ქართული ენის პედაგოგი თეა გურგენიძე სამსახურიდან დაითხოვა.

ქართული ენის პედაგოგი თეა გურგენიძე სკოლის დირექტორმა მოსწავლის ცემაში რამდენიმე კვირის წინ დაადანაშაულა და მტკიცებულებად კამერების ჩანაწერი წარუდგინა. ჩანაწერი მხოლოდ სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა და სამეურვეო საბჭოს წევრებმა ნახეს, თუმცა ორი საბჭოს გადაწყვეტილება ერთმანეთისგან განსხვავებული აღმოჩნდა. სამეურვეო საბჭოს წევრებმა ძალადობის ფაქტი არ დაადასტურეს, დისციპლინურმა საბჭომ კი პირიქით. ამ დასკვნის შემდგ დირექტორის ბრძანებით საბჭო ოფიციალურად დაითხოვეს.

მასწავლებლის სკოლიდან გაშვების ფაქტს მშობლების ნაწილიც აპროტესტებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ პედაგოგს მოსწავლეზე არ უძალადია და გადაწყვეტილება დირექტორმა რესურსცენტრის ხელმძღვანლის ზეწოლით მიიღო.

ავტორი: ია გულიაშვილი

პოპულარული სტატიები

“მადლობა, ჩემი შვილის გადარჩენისთვის” – მარტოხელა დედა საზოგადოებას მადლობას უხდის

მთავარი რედაქტორი

“არ დავთმოთ ქვეყანა! არ დავთმოთ დამოუკიდებლობა! არ მოვაბრუნოთ 90-იანების “კორუფციული ბანდა”!”

მთავარი რედაქტორი

“მე ვარ ბედნიერი…” – რას წერს ირინკა კავსაძე “ცეკვავენ ვარსკვლავებში” დამარცხების შემდეგ

გადასვლა....