NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “სანამ ცოცხალი ხარ, არ დაიღალო” – დღეს ოთარ ჭილაძის დაბადების დღეა
ბლოგი საზოგადოება საკითხავი

“სანამ ცოცხალი ხარ, არ დაიღალო” – დღეს ოთარ ჭილაძის დაბადების დღეა

ოთარ ჭილაძე მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ლიტერატურის ღირსეული წარმომადგენელია. ადამიანმა, რომელმაც ,,წონიანი” ლიტერატურა უძღვნა შთამომავლობას, ჩვენს საუკუნეშიც რამდენიმე წელიწადს იცოცხლა და მუდმივად მეტრი იყო ქართული ლიტერატურის აზრისა თუ ფიქრის.
დარწმუნებული ვარ, ადამიანი, რომელიც ოთარ ჭილაძის ცხოვრების ქრონიკებს თვალს გადაავლებს, აუცილებლად აღმოაჩენს, რომ წუთისოფელში დავანების პერიოდი სიცოცხლესთან და სიტყვასთან ბრძოლას შეალია. ხან სიცოცხლეს გარდაქმნიდა სიტყვად, ხანაც პიქიქით, სიტყვას-სიცოცხლედ. თითქოს, ამით გარკვეულწილად ეხმარებოდა იმჟამინდელ აწმყოს, თავის სამშობლოში რეალურად არსებულ კრიზისსა თუ მისსავე მკითხველს, რომელიც ასიათასობით ჰყავდა, როგორც საკუთარ სამშობლოში, ისე უცხოეთში.

ახასიათებენ, როგორც მეტად თავისებურ, არანორმალურ ბავშვს. განა შეიძლებოდა, სხვაგვარად ყოფილიყო, ძალზედ ჩვეულებრივი?
უჩვეულოდ ჩაუვლია მწერლის პირველ დღეს საბავშვო ბაღში, როცა თანატოლებთან ჩხუბის გამო გაურიცხავთ. იმავე ბედი გაუზიარებია მუსიკალურ სასწავლებელშიც.

ფრიად საინტერესოა მისი უნივერსიტეტში მოხვედრის ისტორიაც. გამოცდაზე ორი ქულა დააკლეს, თუმცა საბედნიეროდ, ოთარის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ვარო ვარდიაშვილის სტუმრობამ ნიკო კეცხოველთან, ყველაფერი სასიკედოდ შეცვალა. კეცხოველი ჯერ კიდევ ახალგაზრდა ყმაწვილის ნაწერებმა აღაფრთოვანა და შედეგად, ჭილაძეც აღიარეს სტუდენტად. ალბათ, არავის გაუკვირდება, რომ უნივერსიტეტში ყველას ხიბლვდა ახალ-ახალი ლექსებით, ხშირად ექცეოდა ყურადღების ცენტრში.
დაოჯახდა უნივერსიტეტის დამთავრებამდე. ეყოლა შვილები, თუმცა აქტიურად წერდა.

ჭილაძის პირველი რომანი ,,გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ მეოცე საუკუნის მსოფლიო პროზის მარგალიტია, რომლის სხვადასხვა ენებზე თარგმნის შემდეგ, მწერლის სახელმა მსოფლიო აღიარება ჰპოვა.
ასევე, შთამბეჭდავია მისი შემდგომი წიგნიც, რომლითაც მკითხველს გოდრის ღრიჭოდან, პატარა და მახინჯი სივრციდან დანახული დიდი სივრცე შესთავაზა. მან სრული პირდაპირობით გადმოსცა საქართველოს ბოლო ორსაუკუნოვანი ურთიერთობის შესახებ რუსეთთან. აღსანიშნავია მისი ,,რკინის თეატრი“ ; „აველუმი“; ლაბირინთი“ და მრავალი სხვა.

მეამბოხე სული ჰქონდა. მისთვის არ არსებობდა არცერთი კალაპოტი, რაც ასახა კიდევაც თავის შემოქმედებაში. აღიარებდა მხოლოდ და მხოლოდ ნეტარ თავისუფლებას, როგორც ერთადერთ კალაპოტსა და ყალიბს. ყველა გრძნობდა, რომ მისთვის უპირატესი იყო სამშობლო, სული ედგა მისთვის. მართალია, უტყვი მოწმეა იმ უბედურების, რაც იმხნად საქართველოს დაატყდა თავს, მგრამ ,, ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე, შემაძურწუნებლად ვარ ბედნიერი“-ო, ასე ამბობდა.
უცნაურია, რომ მასსავით ღვაწლმოსილი ადამიანი თითქმის არასოდეს სტუმრობდა სატელევიზიო გადაცემებს და არც საკუთარ ლექსებს კითხულობდა საჯაროდ, დიდი აუდიტორიის წინაშე. ასე ამბობდა, ლექსი მარტომ უნდა წაიკითხო, შენს თავთანო. იგი ხომ ლექსს სარკესთან აიგივებდა, საიდანაც დაუღალავად შეეძლო საკუთარი სულის სიღრმისთვის ემზირა.
უყვარდა დიადი პოეტი- გალაკტიონი, აღმერთებდა, თურმე.
როგორც მისი ოჯახის წევრები ყვებიან, მწერალს სურდა დაეწერა წიგნი ,,სანამ მახსოვრობა არ დამიკარგავს“, თუმცა ეს სურვილი განუხორციელებელი დარჩა.

ჭილაძე, როგორც მეტად სევდიანი ნაწარმოების შემქმნელი ადამიანი ტრაგიკულ მწერლადაა მიჩნეული, თუმცა მის გულში მუდმივად ღვივის იმედის ნაპერწკალი. მისთვის იმედი ღვთითკურთხეული უნდობლობაა ყოველწამიერი ბოროტების მიმართ სამყაროში.
,,ადამიანი უფრო მეტია ,ვიდრე ჰგონია” ოთარი გვეუბნება ყველას, შენ უფალმა ხატად შეგქმნა, მისი მსგავსი ხარო, სიკეთის მსახურად მოვლენილი, მაგრამ შენი ცხოვრება ისეა აგებული, რომ ზოგჯერ ბროტების მსახურობას ამჯობინებო. ,,თავისი დროის გულწრფრლი მემატიანე” – ასე უწოდა გურამ გეგეშიძემ.

მთელი თავისი არსებით იღვწოდა. ქალიც უყვარდა, ღვინოც, ჩხუბიც კი იცოდა ხოგჯერ, მაგრამ ისე ღირსეულად იცხოვრა, ერთ ადამიანსაც კი არ დასცდენია აუგი მისი გარდაცვალების შემდეგ.
,,გახსოვდეთ, იცოცხლეთ”- ასე უწოდა თავის უკანასკნელ კრებულს. ერთგულ დარაჯად ედგა წარსულ ისტორიას და საერთოდ, ყველაფერს, რაც კი გასაწირად, დასავიწყებლად იყო განწირული დოის ,ანაც უღირსი შთამომავლის მიერ. არავისთვისაა უცხო, რომ დღევანდელობაში ღირებულებებს ღირებულებითი სიცრცე შემოაკლდა. ჭილაძის შემოქმედება კი ისევ გვამოგზაურებს მათ სამყაროში. ადამიანებს შეაცნობინებს კარგსა და ცუდს, მტერსა და მოყვარეს და გადარჩენაში ეხმარება.
,,სანამ ცოცხალი ხარ, არ დაიღალო, არასოდეს დათმო სანგარი, რომელშიც განგება ჩაგსვამს.”-ასე გვმოძღვრავს იგი.

ბოლო ხანს ამბობდა: ,,მე კარგად ვიცი, რას ველოდები, მაგრამ არ ვიცი, რა მელოდება.”.

საავადმყოფოში, უკანასკნელ ჟამს მოკრებილი უკანასკნელი ძალით სამი სიტყვა უთხრა თავზე მდგომ დას: “ცოდოა, ცოდოა საქართველო, მოუარეთ…”ამ რეკვიემით დასვა წერტილი.

გვანცა სარია

პოპულარული სტატიები

მხარდაჭერებთან გრიგოლ ვაშაძის შეხვედრაზე მაჩალიკაშვილი და სარალიძე მივიდნენ

მთავარი რედაქტორი

“მე არ მინდა ჩემი პრეზიდენტი ჭამდეს 25-კვერცხიან “ბელას” ტორტს”

მთავარი რედაქტორი

“ზოგიერთმა საინფორმაციო საშუალებამ არასწორად გაავრცელეს ჩემი დღევანდელი განცხადება”

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....