NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » სამეგრელოში სამი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულები იპოვეს
ახალი ამბები

სამეგრელოში სამი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულები იპოვეს

სამეგრელოში სამი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულები იპოვეს . შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მოხდა.

სამივე გარდაცვლილი ფარცვანიების სახლში მეზობელმა ნახა. როგორც ცნობილია, მკვლელობას თვითმხილველი არ ჰყავს და დეტალები უცნობია.

მეზობლები ყვებიან, რომ გარდაცვლილები მეგობრები არიან და გოგიტა ფარცვანიასთან სადილობდნენ, როცა მკვლელობა მოხდა.

ერთ-ერთი ვერსიით, ერთმა ახალგაზრდამ ორი პირი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. სამივე ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული და თითოეულ მათგანს თავში აქვს ტყვია მოხვედრილი. ცნობილია, რომ გოგიტა ფარცვანია დაცვის პოლიციის თანამშრომელია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

პოპულარული სტატიები

ვან გეგას ნამუშევარი მსოფლიოს მასშტაბით 650 000 ნახატს შორის შეირჩა

“ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!”

მთავარი რედაქტორი

ზუგდიდში ქალს ვალის დაბრუნების მოთხოვნით შვილი წაართვეს

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....