NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » სალომე ზურაბიშვილმა ოპონენტები დებატებში გამოიწვია
პოლიტიკა სიახლეები

სალომე ზურაბიშვილმა ოპონენტები დებატებში გამოიწვია

საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ოპონენტები დებატებში გამოიწვია. მან ამის შესახებ დღეს, 28 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე თქვა. სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ გაჟღერებულ “ცილისწამებასა” და “შავ პიარს” ამ მეთოდით უნდა გასცეს პასუხი:

“ბევრი ვიფიქრე და გამომდინარე იმისგან, რომ მე საზოგადოებას პატივს ვცემ, ამომრჩევლებს პატივს ვცემ, ჩავთვალე, რომ მე უნდა გადავლახო ყველაზე ძლიერი განცდა, რაც მაკავშირებს ამ ქვეყანასთან, ავიღო ინიციატივა და ვთქვა, რომ ამ შავი ძალის ორივე მხარეს ვიწვევ დებატებზე, მივიღებ მონაწილეობას ნეიტრალურ სივრცეში რათა დავაფიქსირო ჩემი პოზიციები”.

“ყველაზე მიუღებელია არა ის ბრალდებები და შეურაცხყოფა, რაც ჩემ წინააღმდეგაა, არამედ ის, რაც ეხება ჩემს დამოკიდებულებას ამ ქვეყანასთან, რომელიც წარმოადგენს ჩემთვის ერთგვარ წითელ ხაზს”.- განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

 

პოპულარული სტატიები

ქუთაისში ხანძარს 84 წლის ქალი ემსხვერპლა

„თუ წასვლა უნდა, ვერავის დავაკავებ… ბოდიშიც მოვიხადე და მეტი რა გავაკეთო”

მთავარი რედაქტორი

რატომ იკამათეს მიხეილ სააკაშვილმა და ნიკა გვარამიამ პირდაპირ ეთერში?

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....