NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ხელფასზე უარს ამბობს – რა საქმეს მოახმარს ის ამ თანხას?
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ხელფასზე უარს ამბობს – რა საქმეს მოახმარს ის ამ თანხას?

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტის ხელფასზე უარს ამბობს და მას  სპეციალურ ფონდში გადარიცხავს.

“ახალ ვითარებაში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი გაუქმებულია. ქველმოქმედების, ნოვაციის ხელშეწყობა აუცილებელია, პრეზიდენტი უნდა იყოს ერთგვარი მფარველი ამ ქმედებების. ამიტომ გადაწყვიტე, მოვძებნოთ ფორმა, რომ ჩემი ეგიდითა და საზოგადოებრივი პირების დახმარებით კერძო საწყისზე შეიქმნას ფონდი, სადაც მე პირველ რიგში გადავრიცხავ ჩემს ხელფასს. იმედი მაქვს, სხვებიც გამომყვებიან.

მე უკვე ვღებულობ დაგროვებით პენსიას საფრანგეთში, ამიტომ შემიძლია პრეზიდენტის სარგო მოვახმარო ამ საქმეებს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 6 900 ლარს შეადგენს.
საფრანგეთში საშუალო პენსია კი 1 142 ევროა.

პოპულარული სტატიები

“ხმა­ლიც მინ­და და ხმაც, დრო მო­ვი­და ქალი პრე­ზი­დენ­ტის”

მთავარი რედაქტორი

“ძალიან გამიჭირდება ზაზა სარალიძის გვერდით დგომა დღევანდელის შემდეგ“

მთავარი რედაქტორი

“ჯგალის #1 საჯარო სკოლაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ტარდება

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....