NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “სალომე ზურაბიშვილი არის სერგო ორჯონიკიძე კაბით”
პოლიტიკა

“სალომე ზურაბიშვილი არის სერგო ორჯონიკიძე კაბით”

„სალომე ზურაბიშვილი, დიახაც, არ მოვერიდები, მაპატიეთ, არის სერგო ორჯონიკიძე კაბით. ტანკით აღარ გვიტევს ჩვენი მტერი, პირდაპირ საპრეზიდენტო სავარძელში უნდა ჩაგვისვას რუსეთის ფედერაციის მიერ ხელდასმული პრეზიდენტი,“ – განაცხადა ნიკა მელიამ „არჩევანის“ ეთერში.

ნიკა მელიას თქმით, სალომე ზურაბიშვილს საზოგადოება არჩევნებზე ხმას არ მისცემს, რადგან ის რუსეთის ინტერესების გამტარებელია, ხოლო გრიგოლ ვაშაძეს გამარჯვების ძალიან დიდი შანსი აქვს, რადგან ის გაერთიანებულ ოპოციას წარმოადგენს.

მელია აცხადებს, რომ მმართველმა პარტიამ დღევანდელ შეკრებაზე, სადაც სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა, ღიად დააფიქსირა, რომ ზურაბიშვილი არა დამოუკიდებელი, არამედ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატია.

„სალომე ზურაბიშვილი, თავად „ქართულ ოცნებასაც“ დაავიწყდა, რომ დამოუკიდებელი კანდიდატია. ვითომ დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსითაც აღარ არის ეს ქალბატონი წარმოჩენილი. დღეს უკვე ღიად აზილეს ერთმანეთთან და მოუწოდა ბატონმა ივანიშვილმა ხალხს, რომ მხარი დაუჭირეთ სალომე ზურაბიშვილს,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

პოპულარული სტატიები

“არავის შეუძლია იფიქროს, რომ დღეს პუტინთან რაიმე ეფექტური იქნება”

მთავარი რედაქტორი

“იმედი მაქვს, როცა ექვსი წლის შემდეგ ჩამოვალ მარნეულში, ქართულ ენაზე თარჯიმნის გარეშე დაგელაპარაკებით”

მთავარი რედაქტორი

“ქართველ ებრაელებში მე ათჯერ უფრო პოპულარული ვარ, ვიდრე ბიძინა”

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....