NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » მუჟავაში ახალი ამბულატორია გაიხსნა
მთავარი გვერდი

მუჟავაში ახალი ამბულატორია გაიხსნა

როგორც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია იუწყება, მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში ახალაშენებული საექიმო ამბულატორია საზეიმოდ გაიხსნა. ოფიციალურ ცერემონიას ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი ლუკავა, მერის მოადგილე სევერიანე შეროზია,საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და სკოლამდელი აღზრდის ცენტრის წარმომადგენლები, „თემი და გარემოს“ და დონორი სახელმწიფოს წარმომადგენლები, ამბულატორიის თანამშრომლები, მუჟავას მოსახლეობა და სხვა პირები. მუჟავას საექიმო ამბულატორიის მშენებლობისა და აღჭურვის პროექტი განახორციელა არასამთავრობო ორგანიზაციამ „თემი და გარემო“. პროექტის ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყო ფონდმა „მედიკორი“ (ლიხტენშტეინი). უნდა აღინიშნოს, რომ ამავე ორგანიზაციის მიერ სოფელ მუჟავაში აშენდა და აღიჭურვა საბავშვო ბაღი, რომელიც დღეს წარმატებით ფუნქციონირებს.

პოპულარული სტატიები

ოთხმა საკრებულომ შინაურ ცხოველებს გამრავლება შეუზღუდა

ქართველი კალათბურთელების მარცხი საცობმა გამოიწვია

მთავარი რედაქტორი

ზაზა სარალიძე შსს-ში გამოკითხვაზე მივიდა

გადასვლა....