NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “რუსი ჯარისკაცის ჩექმა ქართულ მიწაზე 2019 წელს აღარ იყოს”
საზოგადოება

“რუსი ჯარისკაცის ჩექმა ქართულ მიწაზე 2019 წელს აღარ იყოს”

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე თანაგუნდელებთან ერთად ატოცთან ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს შეხვდა და აქედან მიულოცა საქართველოს მოსახლეობას შობა:

„მთლიანად საქართველოს და განსაკუთრებით იმ სოფლებს, რომლებიც ოკუპაციის ხაზთან იმყოფებიან, მინდა შობის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცო და გულწრფელად ვუსურვო, რუსი ჯარისკაცის ჩექმა ქართულ მიწაზე 2019 წელს აღარ იყოს და საშუალება მიეცეს ყველას ვინც აქ ცხოვრობს, თავის სალოცავებში წინაპრების საფლავებზე და იმ მიწაზე მივიდნენ, რომელიც უკვე 3000 წელიწადია ქართული არის. ვერავინ ვერ წაგვართმევს ჩვენ ამ მიწას. ყოფილა ისტორიაში მომენტები, როცა დროებით ოკუპაციაში მოხვედრილა ეს მიწები, მაგრამ ყოველთვის დაგვიბრუნებია და აუცილებლად დავიბრუნებთ“- განაცხადა ვაშაძემ.

პოპულარული სტატიები

“ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გამანთავისუფლა და ბედნიერი ახალი წელი აჩუქა ჩემს შვილებს”

მთავარი რედაქტორი

“$10 მილიონს ვიხდი ვინც კობახიძეს თმას დაბანს და გაკრიჭავს”

მთავარი რედაქტორი

ნიკა გვარამია – თავს ვგრძნობ გამარჯვებულად, ამიტომ არსად წასვლას არ ვაპირებ

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....