NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “რუსეთში რეპი უნდა გაკონტროლდეს”
მთავარი გვერდი მსოფლიო ამბები

“რუსეთში რეპი უნდა გაკონტროლდეს”

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, ქვეყანაში რეპ მუსიკა უნდა დარეგულირდეს. მუსიკის ამ მიმდინარეობაზე განცხადება ფედერაციის პრეზიდენტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ქვეყანაში რეპი ახალგაზრდებში სულ უფრო პოპულარული ხდება. ამის შესახებ ინფორმაციას netgazeti ავრცელებს.

“თუ მისი შეჩერება შეუძლებელია, მაშინ ჩვენ მისი მართვა მოგვიწევს,”-ამბობს პუტინი რეპის შესახებ.

 ერთი თვის წინ რუსეთში დააკავეს რეპერი ჰასკი.25 წლის მომღერალი ძირითადად სიღარიბეზე, კორუფციასა და პოლიციის სისასტიკეზე რეპავს. ადგილობრივი სამართალდამცავების განცხადებით, მომღერლის ქმედებები “ექსტრემიზმის” ნიშნებს შეიცავდა. სანამ პოლიციელები წაიყვანდნენ, რეპერი მანქანაზე აძვრა და ასეულობით ფანით გარშემორტყმულმა წაიღიღინა “მე ვიმღერებ ჩემს მუსიკას, ყველაზე პატივსაცემ მუსიკას”. ნოემბერის ბოლოს ჰასკის დაკავებას რამდენიმე არტისტის მიერ დაგეგმილი კონცერტების გაუქმება მოჰყვა.

პოპულარული სტატიები

აბაზოვი ბერა ივანიშვილის ჩარევით გამოუშვეს ციხიდან – სკანდალური ინფორმაცია მარნეულის ყოფილი მერის საქმეზე

რატომ მოკლეს კიევში რუსი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო?

მთავარი რედაქტორი

მეცნიერებმა სტრესის სუნი გამოიკვლიეს

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....