NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “რუსების ფილმში ჩემი როლი ნიკოლას ქეიჯს უნდა შეესრულებინა, მაგრამ უარი თქვა, რადგან სრულიად გიჟად უნდა წარმოვეჩინე”
სიახლეები

“რუსების ფილმში ჩემი როლი ნიკოლას ქეიჯს უნდა შეესრულებინა, მაგრამ უარი თქვა, რადგან სრულიად გიჟად უნდა წარმოვეჩინე”

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მის შესახებ ბევრი ფილმია გადაღებული, თუმცა მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, როგორც წარმოაჩენენ ან რას დაწერენ მასზე. ეს განცხადება სააკაშვილმა უკრაინულ ინტერნეტგამოცემა „გორდონთან“ ინტერვიუში გააკეთა. წამყვანმა სააკაშვილს ჰკითხა, მის შესახებ მხატვრული ფილმი რომ გადაეღოთ, რა ერქმეოდა ფილმს.

„ჩემს შესახებ უკვე რამდენიმე ფილმია გადაღებული, მაგალითად, პუტინმა გადაიღო ჩემსა და ტიმოშენკოს შესახებ ფილმი. ამერიკელებმა გადაიღეს ჰოლივუდური ბლოკბასტერი, სადაც ჩემს როლს მსახიობი ენდი გარსია ასრულებს. რუსებს უნდა გადაეღოთ კიდევ ერთი ფილმი, სადაც ჩემი როლი ნიკოლას ქეიჯს უნდა შეესრულებინა, თუმცა ბოლო მომენტში ქეიჯმა უარი თქვა, რადგან მათ სურდათ, სრულიად გიჟი ვეჩვენებინე. ფილმი ბევრია, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, როგორ მაჩვენებენ და საერთოდ, რა დაიწერება ჩემზე. ეს მართლა ასეა. გულწრფელად გეუბნებით. ჩემთვის მთავარია, რომ დღესვე ვნახო შედეგები. რა მნიშვნელობა აქვს, რას დაწერენ ჩემზე. მაინც ვერ წავიკითხავ ამას და ვერც ვნახავ. მინდა, დღესვე თქვენთან ერთად ვნახო შედეგები, დავტკბე ამ შედეგებით და დავიწყო შემდეგ შედეგების მიღწევა. ამაშია ცხოვრების არსი – საჭიროა მოძრაობა, არსებობისთვის, შედეგებისთვის ბრძოლა და იმისთვის, რომ სწორად გამოვიყენოთ ჩვენი დრო“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პოპულარული სტატიები

” მქონდა შემოთავაზება დეპუტატად მეყარა კენჭი”

მთავარი რედაქტორი

სოც მუშაკებსა და სამინისტროს შორის მედიაცია შედგა

მთავარი რედაქტორი

“იმ სახელმწიფოს დედა ვატირე გრიგოლა ვაშაძე გადატრიალებას რომ მოაწყობს”

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....