NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » რომის პაპმა არქიეპისკოპოსის ბრალდებებზე კომენტარი არ გააკეთა
მთავარი გვერდი მსოფლიო ამბები სიახლეები

რომის პაპმა არქიეპისკოპოსის ბრალდებებზე კომენტარი არ გააკეთა

ირლანდიაში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით მყოფმა რომის პაპმა ჟურნალისტების შეკითხვების მიუხედავად, არქიეპისკოპოს კარლო მარია ვიგანოს ბრალდებებზე, რომელიც ფრანცისკეს გადადგომისკენ მოუწოდებს, კომენტარი არ გააკეთა. ამის შესახებ BBC წერს.

როგორც კათოლიკური ეკლესიის სულიერმა ლიდერმა თქვა, ის 11-გვერდიანი წერილის საპასუხოდ ერთ სიტყვასაც კი არ იტყვის.

წერილში არქიეპისკოპოსი წერს, რომ რომის პაპი სასულიერო პირების მხრიდან ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შესახებ საქმის კურსში ჯერ კიდევ 5 წლის წინ ჩააყენა. თუმცა, მისი მტკიცებით, ფრანცისკემ მაშინ არაფერი მოიმოქმედა.

კერძოდ ლაპარაკია თეოდორ მაკარიკზე მხოლოდ ივლისის ბოლოს ჩამოართვა რომის პაპმა ფრანცისკემ ამერიკელ კარდინალ თეოდორ მაკარიკს საეკლესიო წოდება.

მანამდე ირლანდიაში ორდღიანი ვიზიტისას რომის პაპი ფრანცისკე სასულიერო პირების სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს შეხვდა და მომხდარის გამო მათ ბოდიში მოუხადა.

15 აგვისტოს პენსილვანიის უზენაესმა სასამართლომ ნაფიც-მსაჯულთა ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც კათოლიკური ეკლესიის 300-მდე საეკლესიო პირი სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო. დოკუმენტი ბოლო 70 წლის მოვლენებს ასახავს. ამ ხნის განმავლობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 1000-ზე მეტი ბავშვი გახდა.

ამის შემდეგ ვატიკანმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც წერდა, რომ პაპი ფრანცისკე მსხვერპლთა გვერდით დგას და ის პედოფილ საეკლესიო მსახურებს მტაცებლებად მიიჩნევს.

კარლო მარია ვიგანო 2011-2016 წლებში ვაშინგტონში ვატიკანის ელჩად მუშაობდა.

პოპულარული სტატიები

საქართველოში შიდსის ცენტრის ასაშენებლად 20 მილიონი ლარია გამოყოფილი

მთავარი რედაქტორი

2006 -დან 2018 წლამდე ლევან მურუსიძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურების სახით 877 850 ლარი აქვს მიღებული

მთავარი რედაქტორი

მაღალი ტემპერატურა იაპონიაში

გადასვლა....