NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » როგორ გახდა სელფი სიკვდილის ახალი მიზეზი? _ კვლევის შედეგები
შემთხვევა

როგორ გახდა სელფი სიკვდილის ახალი მიზეზი? _ კვლევის შედეგები

CNN-ის ინფორმაციით, ახალი ანგარიშის თანახმად,  2011 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის ნოემრის პერიოდში სელფის გადაღებისას 259 ადამიანი დაიღუპა.

კვლევის თანახმად, სელფის გადაღებისას სიკვდილის ყველაზე ხშირი ფაქტები ინდოეთში დაფიქსირდა, მას ფატალური შემთხვევების რაოდენობით რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და პაკისტანი მიჰყვება. მსხვერპლთა დიდი ნაწილი, დაახლოებით 72%, მამაკაცია და მათი ასაკობრივი კატეგორია 30 წელს ქვემოთაა.

მხოლოდ ინდოეთში ლამაზი ფოტოს გადაღების მცდელობისას 2011-დან 2017 წლამდე 159 ადამიანი გარდაიცვალა.

მიუხედავად იმისა, რომ, როგორც წესი, ქალები უფრო ხშირად იღებენ სელფს, ფატალური შემთხვევებით ძირითადად მამაკაცების მცდელობა სრულდება, რადგან ისინი უფრო დიდ რისკზე მიდიან, მაგალითად დგებიან კლდის ან ჩანჩქერის პირზე.

სელფის გადაღებისას სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზი დახრჩობაა. კვლევის თანახმად, უმეტეს შემთხვევაში რისკიანი ფოტომოყვარულები ან გემიდან ცვივდებიან, ან მათ თავს ტალღები ატყდებათ ფოტოს სანაპიროზე გადაღებისას.

მეორე მიზეზად დასახელებულია “ტრანსპორტი”, როდესაც ადამიანები, მაგალითად, მიმავალი მატარებლის წინ სწრაფი ფოტოს გადაღებას ცდილობდნენ.

მესამე ადგილს კი ცეცხლი და მაღალი ადგილებიდან ჩამოვარდნა იკავებს.

8 ადამიანი დაიღუპა მაშინ, როდესაც საშიშ ცხოველთან ფოტოს გადაღებას ცდილობდა.

გასაკვირი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ამერიკაში დატენილი ცეცხლსასროლი იარაღის მოულოდნელი გასროლის შედეგად იღუპებიან.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სელფის გადაღებისას ფატალური შემთხვევების რაოდენობა მზარდია, რადგან 2011 წელს მსგავსი მხოლოდ სამი ფაქტი დაფიქსირდა მაშინ, როდესაც 2016 წელს რიცხვმა 98-ს მიაღწია.

“ყველაზე ხშირად ახალგაზრდები და ტურისტები ზარალდებიან, რადგან მათ აქვთ განსაკუთრებული სურვილი გამორჩეულად გამოიყურებოდნენ სოციალურ ქსელში ატვირთულ ფოტოზე და სანაცვლოდ ჯილდო მიიღონ Like-ებისა და კომენტარების სახით. თავისთავად, სელფის გადაღება სახიფათო არ არის, მაგრამ ამ პროცესის დროს გამომჟღავნებული ადამიანების ქცევა საშიშია. ადამიანებს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია სარისკო ქმედებებთან და იმ ადგილებთან დაკავშირებით, სადაც სელფი არ უნდა გადაიღონ”- ნათქვამია კვლევაში.

კვლევის ავტორები გამოდიან ინიციატივით, დაწესდეს ზონები, სადაც სელფის გადაღება აკრძალული იქნება, განსაკუთრებით მთის მწერვალებზე, წყლის მიმდებარე ტერიტორიებსა და შენობების სახურავებზე.

პოპულარული სტატიები

ყაჩაღობა გლდანში – არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა მძევალი აიყვანეს

კასპში სკოლის მოსწავლემ თანაკლასელი დაჭრა

მთავარი რედაქტორი

გაზის გაჟონვით გარდაცვალების მორიგი შემთხვევა – გარდაცვლილია 7 ადამიანი

გადასვლა....