NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » რა ქონებით ტოვებს გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის პოსტს?
ეკონომიკა

რა ქონებით ტოვებს გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის პოსტს?

გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად 2013 წლის 27 ოქტომბერს აირჩიეს. მან არჩევნებში ხმათა უმრავლესობით, 62,18%-ით გაიმარჯვა.

2018 წლის 3 მარტს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, გიორგი მარგველაშვილი ფლობს 4462 კვ/მ მიწის ნაკვეთს დუშეთში, რომელიც მან 2004 წელს 11 000 დოლარად შეიძინა. 2004 წელს 2 500 დოლარად იყიდა 200 კვ/მ ფართის სახლი დუშეთში. ასევე მის მფლობელობაშია თბილისში 165 კვ/მ ფართის საცხოვრებელი სახლი, რომელიც მან 2011 წელს შეიძინა; 120 კვ/მ ბინა, რომელიც 2009 წელს იყიდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ქონების შესახებ bpn-მა გაავრცელა.

რაც შეეხება პრეზიდენტობის პერიოდს. დეკრალაციის მიხედვით, 2016 წელს მარგველაშვილმა დუშეთში შეიძინა 40 კვ/მ საცხოვრებელი სახლი, რაშიც 10 000 ლარი გადაიხადა. პრეზიდენტის მეუღლის, მაკა ჩიჩუას სახელზე 70 კვ/მ ფართის ბინა თბილისში, რომელიც მან 2002 წელს შეიძინა. გიორგი მარგველაშვილმა 2017 წელს პრეზიდენტის პოსტზე 82 800 ლარის შემოსავალი მიიღო. დეკლარაციის შევსებისას მას სახელფასო ანგარიშზე 6 695 ლარი ჰქონდა.

წყარო: imedinews.ge

პოპულარული სტატიები

სესხების გაცემაზე დღეიდან ახალი პირობები ამოქმედდება

მთავარი რედაქტორი

გლეხები 2020 წლიდან ბიზნესოპერატორებად უნდა დარეგისტრირდნენ

მთავარი რედაქტორი

საბანკო სექტორში 21,5 მილიარდი ლარის დეპოზიტებია განთავსებული

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....