NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » რა მდგომარეობაშია 2 წლის თუთა, რომლის დასახმარებლად მთელი ქვეყანა გაერთიანდა
საზოგადოება

რა მდგომარეობაშია 2 წლის თუთა, რომლის დასახმარებლად მთელი ქვეყანა გაერთიანდა

რამ­დე­ნი­მე თვის წინ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო გა­ერ­თი­ან­და პა­ტა­რა თუთა ცქი­ტიშ­ვი­ლის და­სახ­მა­რებ­ლად. წლი­ნა­ხევ­რის ლურჯთ­ვა­ლე­ბა გო­გო­ნას ის­ტო­რი­ამ მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა და დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლით გა­ა­ერ­თი­ა­ნა. თუ­თას მწვა­ვე ფორ­მის ლიმ­ფობ­ლას­ტუ­რი ლე­ი­კე­მია და­უდ­გინ­და და სა­ზღვარ­გა­რეთ სას­წრა­ფო მკურ­ნა­ლო­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბო­და. კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბით, შეგ­როვ­და თან­ხა მისი გერ­მა­ნი­ა­ში გამ­გზავ­რე­ბი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის­თვის.

თუთას დედასთან, ანი ბერიშვილთაm, ინტერვიუს ambebi.ge” აქვეყნებს: 

– თუთა ამ­ჟა­მად კარ­გად არის, უბ­რა­ლოდ სის­ხლის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი აქვს და­ბა­ლი და არის ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ. ვე­ლო­დე­ბით ოპე­რა­ცი­ის დღეს, რომ ვე­ნი­დან კა­თე­ტე­რი ამო­ვუ­ღოთ. ფი­ზი­კუ­რად კარ­გად გრძნობს თავს, ტკი­ვი­ლე­ბი შე­უმ­ცირ­და.

– ოპე­რა­ცია, რის გა­მოც გერ­მა­ნი­ა­ში წა­იყ­ვა­ნეთ, ჯერ არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ?

– ოპე­რა­ცია თუ­თას არ დას­ჭირ­ვე­ბია, გა­და­ნერგვას თუ გუ­ლის­ხმობთ. არ­ტე­რი­ა­ში, გუ­ლის არე­ში ჩა­უ­კე­რეს მილი ყე­ლის არე­დან. ეს არის გა­დას­ხმის­თვის ჩა­კე­რე­ბუ­ლი კა­თე­ტე­რი ორ­გა­ნიზ­მში. ჩა­მო­ვე­დით თუ არა, ჩა­უ­მაგ­რეს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, 4 თვის მერე გა­წყდა და ისევ მოგ­ვი­წია ჩად­გმა. ახლა რად­გან არ სა­ჭი­რო­ებს დიდი დო­ზის გა­დას­ხმებს, ბოლო პრო­ცე­დუ­რა იქ­ნე­ბა კა­თე­ტე­რის ამო­ღე­ბა და შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ვაგ­რძე­ლებთ დაც­ვი­თი ქი­მი­ით მკურ­ნა­ლო­ბას.

– ურ­თუ­ლე­სი სამ­კურ­ნა­ლო პრო­ცე­დუ­რე­ბის გავ­ლა მო­გიხ­დათ, რო­გორ გა­და­ი­ტა­ნა ეს ყო­ვე­ლი­ვე ბავ­შვმა?

– ძა­ლი­ან მძი­მე იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი მის­თვის. გა­უ­საძ­ლი­სი ტკი­ვი­ლე­ბი ჰქონ­და. ძლი­ერ გა­მა­ყუ­ჩებ­ლებს უკე­თებ­დნენ, მათ შო­რის მორ­ფინს. მი­უ­ხე­და­ვად პა­ტა­რა ასა­კი­სა, ყვე­ლა­ფერს აღიქ­ვამ­და. სწო­რედ ამ გარ­თუ­ლე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის გამო, ძი­რი­თა­დად სულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვი­ყა­ვით. ექი­მებს ძა­ლი­ან და­უ­მე­გობ­რდა. სახ­ლი კლი­ნი­კას­თან ახ­ლოს გვაქვს ნა­ქი­რა­ვე­ბი. როცა ბავ­შვი უკეთ გრძნობ­და თავს, მხო­ლოდ მა­შინ გავ­დი­ო­დით გა­რეთ.

გერ­მა­ნი­ა­ში ჩემ­თან ერ­თად დე­და­ჩე­მიც იმ­ყო­ფე­ბა. ჩემ­მა მე­უღ­ლემ მხო­ლოდ ორ­ჯერ შეძ­ლო ჩა­მოს­ვლა, სამ­სა­ხუ­რის გამო ვერ ახერ­ხებს ჩვენს მო­ნა­ხუ­ლე­ბას.

– რას ამ­ბო­ბენ ექი­მე­ბი, რო­გორ აფა­სე­ბენ თუ­თას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას?

– ამ დრო­ის­თვის ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მა­ლუ­რა­დაა. თუ­თამ ყვე­ლა­ფე­რი გა­და­ლა­ხა და მომ­დევ­ნო ორი წელი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გაფრ­თხი­ლე­ბა გვჭირ­დე­ბა. უნდა გა­ი­ა­როს ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის ტაბ­ლე­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა და ყო­ველ ორ კვი­რა­ში იყოს ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ, ჩა­უ­ტარ­დეს ანა­ლი­ზე­ბი, რათა რე­ცი­დი­ვის ალ­ბა­თო­ბა 90%-მდე შემ­ცირ­დეს. ვირუ­სე­ბის­გან და გა­ცი­ე­ბის­გან უნდა და­ვიც­ვათ თავი.

– ფი­ნან­სუ­რად რო­გორ ახერ­ხებთ მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯე­ბის და­ფარ­ვას?

– გერ­მა­ნი­ის კლი­ნი­კის­თვის სა­ჭი­რო თან­ხა რო­გორც კი შეგ­როვ­და, მა­შინ­ვე შე­წყდა ან­გა­რიშ­ზე ფუ­ლის ჩა­რი­ცხვა. აღარ გვჭირ­დე­ბა თან­ხის შეგ­რო­ვე­ბა, ამი­ტომ სა­დაც კი იყო რეკ­ვი­ზი­ტე­ბი გან­თავ­სე­ბუ­ლი, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ავი­ღეთ.

პოპულარული სტატიები

“მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლები სოფელ ხურვალეთში იმ ადგილს დაათვალიერებენ, სადაც გუშინ რუსი ოკუპანტები იდგნენ”

წიგნების კითხვით მოპოვებული საერთაშორისო წარმატება რვა წლის ასაკში

მთავარი რედაქტორი

“დედაშენს გადაეცი აფხაზეთი საქართველოს განგრენა არასოდეს გახდება და არც იქნება”

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....