NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “რაც მეტი ნახავს ზურაბიშვილის და ბაქრაძის დებატებს, მით მეტი მისცემს ხმას ბაქრაძეს”
პოლიტიკა

“რაც მეტი ნახავს ზურაბიშვილის და ბაქრაძის დებატებს, მით მეტი მისცემს ხმას ბაქრაძეს”

ევროპილი საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე მზად არის ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატთან სალომე ზურაბიშვილთან გამართულ სატელევიზიო დებატებში მიიღოს მონაწილეობა. ინფორმაციას “ტაბულა” ავრცელებს.

ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მზადაა მის ოპონენტებთან გამართოს დებატები. ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის თქმით, “შავი ძალები” მის საწინააღმდეგო PR კამპანიას ატარებენ. დებატებზე თანხმობა გამოთქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემაც.

“რა თქმა უნდა, ვიღებთ ამ დებატებში მონაწილეობას. რაც უფრო მეტი ადამიანი ნახავს დათო ბაქრაძეს და სალომე ზურაბიშვილს შორის დებატებს, მით უფრო მეტი ადამიანი მოვა არჩევნებზე, რომ ზურაბიშვილმა ადმინისტრაციული რესურსით არ მოიგოს ეს არჩევნები და მით უფრო მეტი ადამიანი მისცემს ხმას დავით ბაქრაძეს, რომ ის გახდეს საქართველოს მომავალი პრეზიდენტი,”- ამბობს ბოკერია.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, არ არსებობს ნაციონალური მაუწყებელი, რომლის ეთერშიც ის სალომე ზურაბიშვილთან დებატებზე არ იქნება მზად.

“არ არის ნაციონალური ტელევიზია, არ არის ეროვნული არხი, სადაც ჩვენ თანახმა არ ვიქნებით, რომ მივიდეთ იქ. იმიტომ, რომ უნდა დაველაპარაკოთ ადამიანს, რომელიც არ არის პოლიტიკოსი, არ არის დიპლომატი, არ არის დამოუკიდებელი კანდიდატი, არ არის კანდიდატი და არ წარმოადგენს არავის საქართველოში. ამიტომ დიდი სიამოვნებით, სადაც იტყვიან, როდესაც იტყვიან, რასაც იტყვიან, სიამოვნებით შევხვდებით ყველა საქართველოს ეროვნულ ტელეარხს და აბა ვნახოთ, თუ ეყოფა ე.წ. ქართული ოცნების ხელდასმულ ე.წ. კანდიდატს გამბედაობა, მოვიდეს ყველა ეროვნულ არხზე,”- ამბობს ვაშაძე.

“ჩავთვალე, რომ უნდა გადავლახო ყველაზე ძლიერი განცდა, რაც მე გამაჩნია. ამიტომ გადავწყვიტე, ავიღო ინიციატივა და ვთქვა, რომ მე ამ შავი ძალის ორივე სახეს ვიწვევ დებატებში და მივიღებ მონაწილეობას ნეიტრალურ სივრცეში,”- ამბობს კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.

პოპულარული სტატიები

გაიგეთ, რა უპირატესობებით ისარგებლებენ ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლები

მთავარი რედაქტორი

მოსკოვი ოკუპირებული აფხაზეთის ახალ ლიდერს ეძებს

მთავარი რედაქტორი

დავით კირკიტაძე სასამართლომ გაამართლა

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....