NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “რატომ მისცეს ოპოზიციას უფლება, გამოეყენებინა ჩემი და მაჩაკილაშვილის საქმე?”
საზოგადოება

“რატომ მისცეს ოპოზიციას უფლება, გამოეყენებინა ჩემი და მაჩაკილაშვილის საქმე?”

შს მინისტრს ვერ დავეთანხმები იმ ნაწილში, რომ არ არის საფუძველი მ.კ-ს სამართლებრივი დევნის დაწყების, სრული საფუძველი აქვთ, საჭიროა ვიღაცის კეთილი ნება, არ ვიცი ეს ვინ არის, – განაცხადა ზაზა სარალიძემ პარლამენტში შს მინისტრის, გიორგი გახარიას გამოსვლის შემდეგ.

როგორც ზაზა სარალიძემ აღნიშნა, დღეს მინისტრმა ისაუბრა სამოხელეო ნაწილზე, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში თავად ითხოვდა.

„რაც შეეხება სამოხელეო ნაწილს, მართლაც სიახლეა, აქამდეც ანალოგიურს ვითხოვდი. უცნაური აქ არაფერი ყოფილა. როგორც ჩანს, ახლა მიხვდნენ და გამოძიება უნდა დაიწყონ ამ პირებზე, რაც ჩემი აზრით, საფუძველი იქნება ამ საქმის ბოლომდე მიყვანის. თავიდან გამოძიება არ დაიწყება. მინისტრმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს დასრულების შემდეგ თვლის მიზანშეწონილად, რატომ ელოდება სააპელაციო სასამართლოს არ ვიცი, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, ჩემი შვილის მკვლელი გარეთ არის და ამ ნაწილში ვერ დავეთანხმები“, – განაცხადა ზაზასარალიძემ.

მისივე თქმით, პროკურატურა და შს მინისტრი რაღაცაზე არიან შეთანხმებული, ამიტომ აპირებს, გააგრძელოს ბრძოლა, ვიდრე ჭეშმარიტება არ აღდგება.

„ხელს აფარებენ მიხეილ კალანდიას, მირზა სუბელიანს, მათ ახლობლებს, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს, პროკურორებს, მიხეილ შაყულაშვილს, ზვიად ფხაკაძეს, ინა გუგუშვილს და სხვებს. პოლიტიკური ნება არ არსებობს, ეშინიათ. დავუშვათ, შოთაძე რომ დაიჭირონ, იმდენი საქმე აქვთ გაყალბებული, ალბათ, მოაღებს პირს და ილაპარაკებს, იგივესვიტყვი გაბიტაშვილსა და ფხაკაძეზე“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიძემ ასევე ისაუბრა პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე და აღნიშნა, რომ კომისიამ ზუსტად ის დასკვნა დაწერა, რაზეც თავად საუბრობდა.

„კომისიამ გამოააშკარავა ყველაფერი, რაზედაც რეაგირება, თავადაც აღნიშნა უკვე მინისტრმა, სააპელაციო სასამართლოს შემდეგ დაიწყება. ეტაპობრივად ყველაფერი გამოაშკარავდა“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიძემ ასევე ისაუბრა ბრალდებაზე ოპოზიციასთან გაიგივების შესახებ და განმარტა: „მინისტრს ჩემზე არ უთქვამს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრიაო ან რომელიმე პარტიიდან არის, მაგრამ თითქოს გამოიყენესო. რატომ მისცეს უფლება ოპოზიციას, გამოეყენებინა გინდა ჩემი და გინდა მაჩაკილაშვილისსაქმე. თავის დროზე დაეყენებინათ სამართალი, ხომ არდავდგებოდით ქუჩაში და ხომ არ ექნებოდა ვინმეს პრეტენზია“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

პოპულარული სტატიები

“რა იგულისხმეთ, როდესაც აფხაზეთზე განგრენა თქვით”- მოქალაქე ზურაბიშვილს

მთავარი რედაქტორი

“ყველაზე მეტად მინდა საბასთან ჩამოვიდეს მისი მამა, მაგრამ…”

“კი წავიღე საქართველოდან 19 მილიარდი, მაგრამ ვერ მოვიცალე პირადი თვითმფრინავის შესაძენად”

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....