NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » რატომ დაეცა საქართველოში დემოკრატიის ინდექსი? – The Economist გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს
მთავარი გვერდი პოლიტიკა საზოგადოება

რატომ დაეცა საქართველოში დემოკრატიის ინდექსი? – The Economist გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს

ჟურნალ „ეკონომისტის“ ( ლონდონის ეკონომისტ ნიუსპეიპერ ლიმიტედის ყოველკვირეული ახალი ამბებისა და საერთაშორისო ურთიერთობათა მიმოხილვის პუბლიკაციაა. იბეჭდება1843 წლის სექტემბრიდან.) მიერ შემუშავებული კვლევის მიხედვით საქართველო დემოკრატიის ინდექსით 89-ე ადგილზეა.

“ეკონომისტის”კვლევაში ნათქვამია, რომ საქართველოში დემოკრატიის ინდექსი დაეცა და რეგიონში ინდექსის მკვეთრი კლებით საქართველო რუსეთთან ერთადაა მოხსენიებული.

კვლევის მიხედვით საქართველოში დემოკრატიის ინდექსი 5.50 ქულა მიენიჭა და შეფასებულია ჰიბრიდულ რეჟიმად. 2017 წელს საქართველოს დემოკრატიის ინდექსი 5.93 ქულით იყო შეფასებული.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და მმართველი პარტიის თავმჯდომარე გახდა და მან მთავრობის პოლიტიკური კურსი შეცვალა. “ეკონომისტი” ასევე ეხმაურება ფაქტს, ყოფილი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შესახებ, რისი  მიზეზიც ივანიშვილთან უთანხმოება იყო. აღნიშნულმა ფაქტმა იქონია გავლენა დამოუკიდებლობის ინდექსის ცვლილებაში საქართველოში.

დემოკრატიის ინდექსის დასუსტებაში დიდი როლი ითამაშა, მთავრობის ჩარევამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში და არჩევნებამდე 2 კვირით ადრე 600 000 ადამიანს ვალების ჩამოწერის პროექტის შეთავაზებამ.- წერია გამოცემაში

აღსანიშნავია, რომ რეგიონში დემოკრატიის ინდექსის მნიშვნელოვანი ზრდა ჰქონდა სომხეთს.

პოპულარული სტატიები

“პატივს ვცემ ზაზა სარალიძის გარდაცვლილი შვილის, ჩემი ძმის ხსოვნას, ამიტომ ამ თემას არ შევეხები”

მთავარი რედაქტორი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან განათლების მიღების მსურველთათვის უფასო მოსამზადებელი ცენტრები გაიხსნება

მთავარი რედაქტორი

“ჯორჯიან ეარვეისი” საგანგებო განცხადებას ავრცელებს

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....