NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “რა­ტომ მი­ი­ღეს მისი გან­თავ­სე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დიდ დი­ღომ­ში?”
საზოგადოება

“რა­ტომ მი­ი­ღეს მისი გან­თავ­სე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დიდ დი­ღომ­ში?”

“დიდ დი­ღომ­ში, თავ­და­დე­ბუ­ლის ქუ­ჩის ბო­ლოს, ახა­ლი დიდი დიღ­მის და­სახ­ლე­ბას­თან, ე.წ. ბენ­დუ­ქი­ძის ბი­ნე­ბის ზე­ვით, მუ­შა­ობს სა­მე­დი­ცი­ნო ნარ­ჩე­ნე­ბის საწ­ვა­ვი ღუ­მე­ლი. რო­გორც მისი ტექ­ნი­კუ­რი აღ­წე­რი­დან ვკი­თხუ­ლობთ, მხო­ლოდ სწო­რი საქ­მი­ა­ნო­ბის და კონ­ტრო­ლის დროს მცირ­დე­ბა რის­კი მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის, თუმ­ცა მცირ­დე­ბა და არა ქრე­ბა! მო­სახ­ლე­ო­ბამ კი არ ვი­ცით, რამ­დე­ნად სწო­რად ხდე­ბა ღუ­მე­ლის ექ­სპლუ­ა­ტა­ცია, მით უმე­ტეს, სწრა­ფი გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის პი­რო­ბებ­ში და­სახ­ლე­ბა სულ უფრო მჭიდ­რო ხდე­ბა და ღუ­მე­ლიც არც ისე შორ­საა და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტის­გან!

ვფიქ­რობთ, მა­შინ, როცა გაზ­რდი­ლია სიმ­სივ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბა­ში, მა­შინ როცა სიმ­სივ­ნურ და­ა­ვა­დე­ბებს ყვე­ლა­ზე ხში­რად ბავ­შვე­ბი ებ­რძვი­ან, და­მა­ტე­ბი­თი საფრ­თხის შემ­ცვე­ლი ღუ­მე­ლი და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტთან ახ­ლოს არ უნდა იყოს! მივ­მარ­თავთ შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს – რა­ტომ მი­ი­ღეს მისი გან­თავ­სე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დიდ დი­ღომ­ში, ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე დიდ და­სახ­ლე­ბა­ში, რო­მე­ლიც ამას­თან, ქა­რი­ა­ნია და სა­ვა­რა­უ­დოდ, ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის საფრ­თხის შემ­ცვე­ლი კვამ­ლი ეფი­ნე­ბა მთელ და­სახ­ლე­ბას? რა­ტომ არ მო­ხერ­ხდა და­უ­სახ­ლე­ბელ ად­გი­ლას მისი გა­ტა­ნა?!” – ვკი­თხუ­ლობთ გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც დღეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი დიღ­მის მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლის სა­ხე­ლით გავ­რცელ­და.

?? ინფორმაციის განახლება:გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გვწერს კომენტარებში "მოგესალმებით, გარემოსდაცვითი…

Gepostet von დიდი დიღომი – Didi dighomi am Mittwoch, 12. Dezember 2018

პოპულარული სტატიები

კუპრავა და ზაზა სარალიძე თანამებრძოლები აღარ არიან

მთავარი რედაქტორი

ირაკლი კობახიძე გიტარაზე უკრავს (ვიდეო)

მთავარი რედაქტორი

“ეს თაიგული საქართველოს პრეზიდენტისთვის მიმაქვს” (ვიდეო)

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....