NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “პუ­ტინს სა­ქარ­თვე­ლო არც ერთხელ არ მო­უ­ტყუ­ე­ბია, მათ შო­რის არც 2008 წელს”
პოლიტიკა

“პუ­ტინს სა­ქარ­თვე­ლო არც ერთხელ არ მო­უ­ტყუ­ე­ბია, მათ შო­რის არც 2008 წელს”

“ვლა­დი­მერ პუ­ტინს სა­ქარ­თვე­ლო არც ერთხელ არ მო­უ­ტყუ­ე­ბია, მათ შო­რის არც 2008 წელს” – ამის შე­სა­ხებ “დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს” ლი­დე­რმა ნინო ბურ­ჯა­ნა­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის” გა­და­ცე­მა­ში “7vs1” გა­ნა­ცხა­და.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, რა შე­იც­ვა­ლა მისი და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის შეხ­ვედ­რე­ბის შემ­დეგ ქარ­თულ-რუ­სულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, ბურ­ჯა­ნა­ძემ პა­სუ­ხად პუ­ტი­ნის გან­ცხა­დე­ბა გა­იხ­სე­ნა, რო­მე­ლიც მისი თქმით, “ქარ­თულ­მა არ­ხებ­მა არ გა­უშ­ვეს”.

“ჩემი და მისი ერთ-ერთი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ პუ­ტინ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც ქარ­თულ­მა არ­ხებ­მა არც კი გა­უშ­ვეს. პუ­ტინს ჰკი­თხეს, არის თუ არა შან­სი, რომ რუ­სეთ­მა აფხა­ზე­თი­სა და ოსე­თის აღი­ა­რე­ბა უკან წა­ი­ღოს. მან ძა­ლი­ან ნათ­ლად უპა­სუ­ხა, რომ თუ ქარ­თვე­ლე­ბი და აფხა­ზე­ბი, ასე­ვე ქარ­თვე­ლე­ბი და ოსე­ბი მო­ი­ლა­პა­რა­კე­ბენ და ერ­თობ­ლივ ცხოვ­რე­ბა­ზე შე­თან­ხმე­ბი­ან, რა ტი­პის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ მო­წყო­ბა­შიც გა­და­წყვე­ტენ ცხოვ­რე­ბას, ჩვენ მი­ვი­ღებთ მათ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და ხელს არ შე­ვუშ­ლი­თო” – აღ­ნიშ­ნა “დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს” ლი­დე­რმა, რა­ზეც ჟურ­ნა­ლის­ტმა ჰკი­თხა, სჯე­რა თუ არა მას პუ­ტი­ნის აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბის.

“მჯე­რა, რად­გან ის არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ღიად და პირ­და­პირ ლა­პა­რა­კობს და სხვა­თა­შო­რის, არც ერთხელ სა­ქარ­თვე­ლო არ მო­უ­ტყუ­ე­ბია, მათ შო­რის არც 2008 წელს. ამის მოწ­მე მე ვი­ყა­ვი და ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა სა­ა­კაშ­ვილ­მაც გა­ა­კე­თა. მან გა­აფრ­თხი­ლა სა­ქარ­თვე­ლო, რომ თუ ისე მო­იქ­ცე­ო­და, რო­გორც ჩვენ მო­ვი­ქე­ცით, აუ­ცი­ლებ­ლად მოყ­ვე­ბო­და ამას ის, რაც მოყ­ვა. პო­ლი­ტი­კო­სის ამო­ცა­ნა ის კი არ არის, რომ მისი ან გვჯე­რო­დეს ან არა, ან მოგ­წონ­დეს რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კო­სი ან არა, პო­ლი­ტი­კო­სის ამო­ცა­ნა არის ის, რომ მან მი­აღ­წი­ოს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ით იმ რე­ა­ლო­ბას, რაც უნდა დად­გეს” – აღ­ნიშ­ნა ბურ­ჯა­ნა­ძემ

პოპულარული სტატიები

“აგერაა მტკიცებულება, თუ რა ძალა აქვს მაჯებში ირმა ინაშვილს”

მთავარი რედაქტორი

ჩამოვალ ერთხელ ზუგდიდში და მაჩვენეთ, ეს ცხაკაია ვინ არის

მთავარი რედაქტორი

ახალმა პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....