NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » პრემიერი მზადაა, ზაზა სარალიძეს პირადად შეხვდეს
ახალი ამბები

პრემიერი მზადაა, ზაზა სარალიძეს პირადად შეხვდეს

საქართველოს მთავრობა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად გამართულ აქციებს და პრემიერის მიმართ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. სპეციალური განცხადება პრემიერის პრესსამსახურმა გაავრცელა.

“ამ ეტაპზე აუცილებელია არსებული ინსტიტუციური ფორმატების მაქსიმალურად გამოყენება და მათი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. ამასთან, პრემიერმინისტრი მზად არის, მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სასაუბროდ, რა თქმა უნდა, პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მონაწილეობის გარეშე, პირადად შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული ორივე მოზარდის მშობლებს; მათი სურვილის შემთხვევაში – სახალხო დამცველთან ერთადაც. მედიას კი, მიეცემა შესაძლებლობა, შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩაწეროს ამ შეხვედრის მონაწილეთა კომენტარები,”- წერია განცხადებაში.

პოპულარული სტატიები

სერბეთმა ირანელებს უვიზო რეჟიმი გაუუქმა

მთავარი რედაქტორი

2018 წლის სამაგისტრო გამოცდისა და საგრანტო კონკურსის ჩატარების განრიგი ცნობილია

პეკინი პენტაგონის ხელმძღვანელის კომენტარს ჩინეთის სამხედრო ძალებზე „უპასუხისმგებლოს“ უწოდებს

გადასვლა....