NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » პეკინი პენტაგონის ხელმძღვანელის კომენტარს ჩინეთის სამხედრო ძალებზე „უპასუხისმგებლოს“ უწოდებს
ახალი ამბები მსოფლიო ამბები პოლიტიკა სამხედრო თემა

პეკინი პენტაგონის ხელმძღვანელის კომენტარს ჩინეთის სამხედრო ძალებზე „უპასუხისმგებლოს“ უწოდებს

ჩინეთში განაცხადეს, რომ აშშ-ის კომენტარები “უპასუხისმგებლოა” იმის შესახებ, რომ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, ჩინეთის სამხედრო ძალების არსებობით, ისინი “მეზობლებს აშინებენ”. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ჩინეთის მთავარმა გენერალმა განაცხადა, რომ პეკინს უფლება აქვს განათავსოს მისი სამხედროები და იარაღი “თავის კუთვნილ ტერიტორიაზე”.

პეკინის მხრიდან გაღიზიანება, აშშ-ის პენტაგონის ხელმღვანელის, ჯეიმს მეტისის კომენტარმა გამოიწვია. პენტაგონის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ჩინეთი, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში რაკეტებს ათავსებს. ოფიციალური პეკინის ქმედებებს მატისი სამომავლო მიზნებისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

სამხრეთ ჩინეთის ზღვა და მისი მოსაზღვრე კუნძულები შეერთებული შტატებისა და ჩინეთის დავის საგანია. ზღვას ბუნებრივი რესურსების კუთხით, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს.

პოპულარული სტატიები

ნიდერლანდებში დააკავეს კაცი, რომელმაც1998 წელს 11 წლის ბიჭი მოკლა

გაუმარჯოს სომხურ-ქართულ მეგობრობას!

მთავარი რედაქტორი

ნურმაგომედოვი ფლოიდ მეივეზერს რინგზე იწვევს (ვიდეო)

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....