NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » პატიმარმა, რომელიც ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა, თავის მოკვლა სცადა
სიახლეები

პატიმარმა, რომელიც ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა, თავის მოკვლა სცადა

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარმა თვითმკვლელობა სცადა. ის ამ დროისთვის ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.
მსჯავრდებულის შესახებ რეპორტაჟი “კურიერმა” რამდენიმე დღის წინ მოამზადა, სადაც მისი ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ პატიმარი უარს ამბობდა საკვებზე, წყალსა და მედიკამენტებზე. მან მატროსოვის ციხის ადმინისტრაციას საკნიდან გაატანინა პირადი მოხმარების ნივთებიც. ის, 4 წლის წინ, გეგუთის ციხეში ცემით მოკლული მსჯავრდებულის – გიგა ფარტენაძის საქმეზე გასამართლებული სამი პატიმრიდან ერთ-ერთია, თუმცა პროტესტის რადიკალური ფორმით ამ საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვს და ამტკიცებს, რომ გეგუთის საპატიმროში არავინ უცემია.
პატიმრის დედა ნატო შანიძე ამბობს, რომ მომხდარის შესახებ მან დილით გაიგო.
“დარეკეს დილით, რომ თავი ჩამოიხრჩოო. შეკითხვაზე ცოცხალია თუ არა, ინგოროყვას კლინიკაში არის გადაყვანილიო. ვკითხეთ, რომ როდის და მითხრეს რომ გუშინ 10:00 საათზე. არის ძალიან მძიმე, მართვით სუნთქვაზე ჰყავთ. არ ვიცით გადაგვირჩება თუ არა,“-განაცხადა პატიმრის დედამ.
პატიმრის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს სუიციდის მცდელობა რამდენიმე დღის წინაც ჰქონდა.

პოპულარული სტატიები

“არჩევნებს სუს-ი ატარებს”

მთავარი რედაქტორი

2006 -დან 2018 წლამდე ლევან მურუსიძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურების სახით 877 850 ლარი აქვს მიღებული

მთავარი რედაქტორი

“მე შეწყალება არ მჭირდება”

გადასვლა....