NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ოსურმა მხარემ აქტივისტების ატოციდან გაყვანა მოითხოვა
რეგიონი

ოსურმა მხარემ აქტივისტების ატოციდან გაყვანა მოითხოვა

ოსურმა მხარემ აქტივისტების ატოციდან გაყვანა მოითხოვა, მოტივად კი „უსაფრთხოების გარემო დაასახელა“

„დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა წამოჭრეს ატოცის საკითხი. თითქოს, მათი აქტივობა ხელყოფს უსაფრთხოების გარემოს“– განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ.

მისივე თქმით, ქართულმა მხარემ ოსურს განუმარტა, რომ სამოქალაქო მოძრაობა იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე; სიტყვის, გადაადგილებისა და გამოხატვის თავსიუფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, არ ირღვევა არანაირი კანონი, ამიტომ დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლების პროტესტი ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წევრები სოფელ ატოცთან 24–საათიან რეჟიმში 1 თვეზე მეტია, მორიგეობენ. მოძრაობამ ადგილზე მეთვაყურეობის შესახებ გადაწყვეტილება ოკუპანტების მიერ მავთულხლართების გავლების პროცესის დაწყების შემდეგ მიიღეს. ოკუპანტებმა 148 ბოძის დამონტაჟება მოასწრეს.

„განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობის საქმეზე, ვისაუბრეთ დავით ბაშარულის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არსებულ პასუხგაუცემელ შეკითხვებზე, კვლავ დავაყენეთ ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის დევნის საკითხი და საერთაშორისო ორგანიზაციებს მივმართეთ, გამოიჩინონ დაინტერესება ამ საქმესთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ვისაუბრეთ უკანონო ბორდერიზაციის შემთხვევებზე, საუბარი შეეხო საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებს და ასევე ადგილობრივი მოსახლეობისათვის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვას“,– განმარტა ანთაძემ.

მისივე ცნობით, ე.წ. ბორდერიზაციის გაგრძელებიასთან დაკავშირებით ოსურ მხარეს არავითარი ანონსი არ გაუკეთებია. თავად ოსური მხარის წარმომადგენლებმა ქართველ ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

შემდეგი შეხვედრა 2019 წლის 8 თებერვალს გაიმართება.

პოპულარული სტატიები

გაზის გაჟონვის შედეგად წყალტუბოში აფეთქება მოხდა – არიან დაშავებულები

მთავარი რედაქტორი

მიტოვებული წყალტუბოს სანატორიუმი და CNN-ის ობიექტივში მოხვედრილი მძიმე რეალობა

ფოთსა და სენაკში სპეცოპერაციისას 20-მდე ადამიანი დააკავეს

გადასვლა....