NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ოკუპანტების მიერ დაკავებული მამაკაცის ოჯახი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს
რეგიონი

ოკუპანტების მიერ დაკავებული მამაკაცის ოჯახი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში, საოკუპაციო ხაზთან დაკავებული გულადი ხუბუას ოჯახი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.

როგორც ოჯახის წევრებმა განაცხადეს, თუ დღეს ოკუპირებულ გალში 12 ათასი რუბლი არ გააგზავნეს, გულადი ხუბუას საქმე ე.წ. სასამართლოს გადაეცემა. დაკავებულის ძმა, მერაბ ხუბუა ამბობს, რომ ოჯახს არ აქვს აღნიშნული თანხა, მათ ვერც სამედიცინო ცნობა გააკეთეს და არ გამორიცხავს, რომ გულადი ხუბუა ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის გაასამართლონ.

ოჯახის ინფორმაციით გულადი ხუბუა გალის იზოლატორში ჰყავთ, თუმცა არ ფლობენ ინფორმაციას მისი ჯანმრთელობის შესახებ.

რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან სოფელ შამგონის მკვიდრი გულადი ხუბუა გუშინ დააკავეს.

პოპულარული სტატიები

ხევსური მიხა პაპას ოცნება ახდა, ის ზამთარს თბილ ქოხში გაატარებს (ფოტოები)

მთავარი რედაქტორი

ბათუმში ავარიას ქალაქის დასუფთავების თანამშრომელი ემსხვერპლა

მთავარი რედაქტორი

ბათუმში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....