NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “ნუ მოტყუვდებით, პატივცემულო ამომრჩევლებო! ეს წინასაარჩევნო მორიგი დაბოლებაა”
ბლოგი

“ნუ მოტყუვდებით, პატივცემულო ამომრჩევლებო! ეს წინასაარჩევნო მორიგი დაბოლებაა”

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალური ქსელის პირად გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

„გაერთიანებულ “დიად” ოპოზიციაში აცხადებენ, რომ გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, გეგმავენ, შსს-სა და უსაფრთხოების სამსახურის გაუქმებას, ასევე პროკურატურისთვის საგამოძიებო ფუნქციის ჩამორთმევას.

არ მინდა დავიჯერო, რომ პრეზიდენტის ახალი უფლებამოსილებები არ იციან. ეს უბრალოდ, წინასაარჩევნო მორიგი დაბოლებაა. მეტიც, უტიფრად უზიარებენ ამ ინიციატივა-დაპირებას აქ მომუშავე უცხოელ დიპლომატებს.

მოკლე ამონარიდი პრეზიდენტის ახალ უფლება-მოვალეობებზე:

  1. სახელმწიფოს სახელით, კონსტიტუციური შეთანხმების გაფორმება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან, რაც უკვე დიდი ხანია გვაქვს;
  2. 15-წევრიან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მხოლოდ ერთი წევრის დანიშვნა;
    3. ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე გამწესებაში მონაწილეობის მიღება;
  3. მოქალაქეობის საკითხების გადაწყვეტა;
  4. მსჯავრდებულთა შეწყალება;
  5. სახელმწიფო, სამხედრო ჯილდოებისა და პრემიების, სპეციალური და საპატიო წოდებების, უმაღლესი დიპლომატიური რანგების მინიჭება;
  6. წელიწადში ერთხელ ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენების წარდგენა პარლამენტში.
  7. მას საკანონმდებლო ინიციატივის უფლება ისედაც არ აქვს 2013 წლიდან, 2010 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით და არც ფაქტობრივად, არანაირი გავლენა აქვს მთავრობაზე.
  8. 9. პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე პრეზიდენტი ნიშნავს, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მთავრობის ხელმძღვანელს ნდობას გამოუცხადებს პარლამენტი. მაგრამ თუ საქართველოს პრეზიდენტი პრემიერს არ დანიშნავს, ის მაინც დანიშნულად ჩაითვლება.
  9. დღემდე მოქმედი რეგულაციით, პრეზიდენტს უფლება ჰქონდა მთავრობისთვის რაიმე საკითხი განსახილველად წარედგინა და განხილვაზე, მთავრობის სხდომაში მონაწილეობა მოეთხოვა. კონსტიტუციის ახალ რედაქციაში ასეთი ჩანაწერი აღარ არის.
  10. დანარჩენი ყველა სხვა უფლებამოსილება თანხმდება პარლამენტთან ანდა მთავრობასთან.

ნუ მოტყუვდებით, პატივცემულო ამომრჩევლებო!

ოტო ფონ ბისმარკის ცნობილი ფრაზა: არსად იმდენს არ იტყუებიან, რამდენსაც ომში, არჩევნებში და ნადირობის შემდეგ…“ – წერს გია აბაშიძე.

პოპულარული სტატიები

პაპანწყვილი-საქართველოს მწვანე საიდულმო

მთავარი რედაქტორი

ოსკარზე ნომინირებული პირველი და ერთადერთი ქართული ფილმი

მთავარი რედაქტორი

ერთი უცნაური სიყვარულის ამბავი

გადასვლა....