NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “ნუ მომკლავ” აქციაზე მისულ პრემიერს ბოთლები ესროლეს
ახალი ამბები საზოგადოება

“ნუ მომკლავ” აქციაზე მისულ პრემიერს ბოთლები ესროლეს

გუშინ, სასამართლომ ხორავას საქმეზე ბრალდებულებს გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა.

ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, როცა “გამწარებული” შვილმკვარი მამა სასამართლოდან გამოვიდა. აქცია მოეწყო პროკურატურასთან და შემდეგ ხალხმა მსვლელობით გადმოინაცვლა პარლამენტის შენობასთან.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გადადგა გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, თუმცა ამ ფაქტს არ მოჰყოლია აქციის დაშლა, პირიქით ხალხი ყველა რაიონიდან დაიძრა, რათა, აქციას შეერთებოდა.

აქციის მონაწილეები ითხოვენ სისტემის დანგრევას და მთავრობის გადადგომას.

გიორგი კვირიკაშვილი მივიდა აქციაზე, რათა აქციის მონაწილეებისთვის მიემართა, თუმცა ხალხმა მას ამის შესაძლებლობა არ მისცა. მას მოუწოდებნენ დაეტოვებინა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია და ასეც მოხდა.

აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ სანამ არ მოხდება მათი მოთხოვნების შესრულება.

იხილეთ ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=R4R-HV0iyG4

პოპულარული სტატიები

“შესწავლილი 108 სკოლიდან 16-ში სასმელი წყალი საერთოდ არ არსეობს”

მთავარი რედაქტორი

საარტილერიო ბრიგადის ნაცემი ჯარისკაცი რეანიმაციულ განყოფილებაშია

მთავარი რედაქტორი

ნარიყალაზე ინდოელმა ბიჭმა თავი მოიკლა

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....