NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდა
ახალი ამბები მთავარი გვერდი მსოფლიო ამბები

ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდა

სომხეთის ახლადარჩეული პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

ორმხრივი აუდიენციისას ლიდერებმა სომხეთისა და რუსეთის სამომავლო ურთიერთობები განიხილეს. პარალელურად ფაშინიანმა რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატის გამართვის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და ეს მოვლენა ვლადიმერ პუტინს მიულოცა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ მსოფლიო ჩემპიონატი 2018 იწყება. მას ნიკოლ ფაშინიანიც დაესწრება. სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად რამდენიმე ქვეყნის ლიდერი ჩავა. მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონია თბილისის დროით 18:30 წუთზე  დაიწყება. 19:00 საათზე კი მსოფლიო მასშტაბის ღონისძიება რუსეთი-საუდის არაბეთის მატჩით გაგრძელდება.

რუსეთი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს ქვეყნის მასშტაბით 11 ქალაქში, მათ შორის მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში უმასპიძლებს. სპორტული ღონისძიება სტარტს 14 ივნისს აიღებს და ერთ თვეს გასტანს.

პოპულარული სტატიები

ხულოს ტყეში ქალის ცხედარი იპოვეს

დავით სამუშია მკლავჭიდში მსოფლიო თასის მფლობელი გახდა

მთავარი რედაქტორი

გოგა ჩხაიძე ევროპის ჩემპიონი გახდა

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....