NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “ნიკა მელიას ქალბატონი თავს დაესხა, კიდევ კარგი, საათი ესროლა და არა ქოში”
პოლიტიკა

“ნიკა მელიას ქალბატონი თავს დაესხა, კიდევ კარგი, საათი ესროლა და არა ქოში”

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, სამარცხვინოა, რომ პარლამენტში პროვოკაციები ხდება.

რომან გოცირიძე ამ კომენტარით გუშინ სხდომათა დარბაზში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

„ყველა კონფლიქტი რაც მოხდა, „ქართული ოცნების” ბრალი იყო. გუშინ ნიკა მელიას გამოსვლა მკაცრ, პრინციპულ, ხმამაღალ ტონალობაში იყო. პარლამენტი ამ მიმართულებით არაფერს ზღუდავს. ერთი დეპუტატი ფინიასავით შეუჩნდა, მეორე უკან ტურასავით მოეპარა და ხედავდით, ბრჭყალების ჩავლება როგორ უნდოდა და ვერ მოახერხა. თუ ჩანაწერებს ნახავთ, ნიკა მელია არის „ქართული ოცნების“ თავდასხმის მსხვერპლი. ადამიანი გამოდის და არ აცდიან. ერთი უყვირის, მეორე უბრახუნებს. საბოლოო ჯამში,  ქალბატონი თავს დაესხა და კიდევ კარგი, საათი ესროლა და არა  – ქოში. მეორე დეპუტატი, რომელსაც თავი გმირი ჰგონია და მარჯანიშვილზე ამაყობს ქუჩაში დგომით, უკნიდან მიეპარა, როგორც ლომს ​მიეპარებიან ხოლმე ტურები“, -განაცხადა რომან გოცირიძემ.

საქართველოს პარლამენტში გუშინ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნიკა მელია და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ირმა ინაშვილი დაუპირისპირდნენ.

პოპულარული სტატიები

“სამეგრელოში უფრო მეტი ხმები აიღეს “ქოცებმა” ვიდრე ჩვენ? არ გრცხვენიათ?”

მთავარი რედაქტორი

თავებით დაპირისპირება ნიკა მელიასა და საპატრულო პოლიციის უფროსს შორის (ვიდეო)

მთავარი რედაქტორი

“მე არ მინ­და ისეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბა, სა­დაც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი­ იქ­ნე­ბა პრე­ზი­დენ­ტი”

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....