NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ნათელაშვილი ივანიშვილს სასამართლოში უჩივის და 1 ლარის გადახდას მოითხოვს
სამართალი

ნათელაშვილი ივანიშვილს სასამართლოში უჩივის და 1 ლარის გადახდას მოითხოვს

შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ – თბილისის საქალაქო სასამართლოში “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის სარჩელი განიხილეს. ნათელაშვილი ივანიშვილს, ღირსების შელახვისთვის უჩივის და სიმბოლურად 1 ლარის გადახდას მოითხოვს.

საუბარია ექსპრემიერის 2016 წელს გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ივანიშვილი ნათელაშვილს ჯაშუშს უწოდებს. სხდომაზე მოსარჩელე მხარემ მტკიცებულებების წარდგენასთან ერთად, სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და ივანიშვილის პროცესებზე დასწრება მოითხოვა.

აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. შემდგომი სასამართლო პროცესი 26 მარტს ჩაინიშნა.

„დღეს ჭორვილელი ივანიშვილი რუსეთს ასევე აბრუნებს საქართველოში და აქეთ გვაბრალებს რუსეთის აგენტობას კიდევ. აი, მთელი არსი დღევანდელი პროცესისა,“- ამბობს ნათელაშვილი.

პოპულარული სტატიები

ბიზნესმენის შვილის გატაცებაზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი

მთავარი რედაქტორი

ჟვანიასა და იუსუპოვის გარდაცვალების რეალური მიზეზი ცნობილია

მთავარი რედაქტორი

“დღეიდან ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა მკვიდრდდება, დარწმუნებული ვარ ასე გაგრძელდება”

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....