NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » მხარდაჭერებთან გრიგოლ ვაშაძის შეხვედრაზე მაჩალიკაშვილი და სარალიძე მივიდნენ
საზოგადოება

მხარდაჭერებთან გრიგოლ ვაშაძის შეხვედრაზე მაჩალიკაშვილი და სარალიძე მივიდნენ

გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მხარდამჭერებს ხვდება. შეხვედრაზე ცოტა ხნის წინ ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე და სპეცოპერაციისას დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი მივიდნენ.

“მე ვფიქრობდი ამ ხელისუფლებაში ერთი ადამიანი მაინც გამოჩნდებოდა ქართული სულის, ქართული გულის და მეტყოდა რამე დამამშვიდებელ სიტყვას. მე ტერორისტი შვილი არ გამიზრდია, მე დიდი სიყვარულით და დიდი წვალებით გავზარდე თემირლანი, მაგრამ ვითომ უსაფრთხოების სამსახურმა ამ ყველაფერს წერტილი დაუსვა და ამომწყვიტა დედაბუდიანად. მე ეს ხელისუფლება არ მინდა და არიან ადამიანები, ვისაც არ უნდა ასეთი სისხლიანი ხელისუფლება, ძალა ერთობაშია”,-  თქვა მალხაზ მაჩალიკაშვილმა ვაშაძის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე, სიტყვით გამოსვლის დროს

პოპულარული სტატიები

ზაზა სარალიძე დღეს შს სამინისტროშია დაბარებული

მთავარი რედაქტორი

ვინ შესწირა ზურაბიშვილს მილიონამდე ლარი სამ დღეში?

მთავარი რედაქტორი

ბითაძის თქმით, დიდი დიღმისკენ მიწისზედა მეტროს გაყვანა აუცილებელია

გადასვლა....