NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » „მტრად გამომაცხადეთ?… მთელი ევროპა გაიგებს რა დემოკრატები ხართ” (ვიდეო)
საზოგადოება

„მტრად გამომაცხადეთ?… მთელი ევროპა გაიგებს რა დემოკრატები ხართ” (ვიდეო)

მელორ ვაჩნაზე ივანიშვილის გუნდის წინააღმდეგ – “ქართული ოცნების” ერთ- ერთი ყველაზე ღია და აგრესიული მომხრე შურისძიების შიშით ოჯახთან ერთად ქვეყნის დასატოვებლად ემზადება. ვაჩნაძე „კურიერთან“ სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ის გაწირა და ახლა მის დაკავებას გეგმავს. ვაჩნაძე ბოდიშს უხდის საზოგადოებას და საზღვარგარეთ პოლიტიკური თავშესაფარს ითხოვს, თუმცა მანამდე “კურიერს” დღემდე უცნობ დეტალებს უყვება. დევნის მოტივად ის არჩევნებში დახმარებაზე უარს ასახელებს. მელორ ვაჩნაძე იხსენებს პრაქტიკულად ყველა ფაქტს, რომლის გამოც ის ახლა “ოცნებას” უპირისპირდება.  იარაღის ჩადების ორი მცდელობა, 20 პატიმრობა და მათ შორის სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორება დაკავების დროს – მელორ ვაჩნაძე “კურიერს” აწვდის პოლიციის განყოფილებაში გაკეთებულ აუდიო ჩანაწერსაც, რომელშიც მკაფიოდ ისმის როგორ აშანტაჟებენ მას და მოითხოვენ თანამშრომლობას.

მელორ ვაჩნაძე ამბობს, რომ იმ ზეწოლის გამო, რასაც ის პოლიციის მხრიდან განიცდის იძულებულია ქვეყნიდან ოჯახთან ერთად გაიქცეს. მელორ ვაჩნაძე აცხადებს, რომ ახლა ის უკვე ღია ომშია „ქართულ ოცნებასთან.“

ის ასევე აცხადებს, რომ თავშესაფრის მიღების შემდეგ, ისაუბრებს ისეთ ფაქტებზე, რაც საზოგადოებას შოკში ჩააგდებს.

„მტრად გამომაცხადეთ? დღეს პირადად მე მიდებდით იარაღს? გუშინ მიდებდით დანას, მესამე ეპიზოდს? ადრე ჩამოდეთ იარაღი? 20-ჯერ დამიჭირეთ? 15 დასკვნა მაქვს სამედიცინო, სადაც დაზიანებით მიმიყვანეთ დაკავების შემდეგ. არც ერთხელ არ გავაკეთე განცხადება. ვცდილობდი, რომ ქვეყნის იმიჯი არ დამეზიანებინა. მტერი ხარ? ხოდა მოგექცევი, როგორც მტერს, მთელი ევროპა გაიგებს რა დემოკრატები ხართ, რა მაგრად იცავთ ადამიანის უფლებებს და თუ ეს ვიღაცის შემოქმედებაა შუა რგოლში, მაშინ ადგეს და გახარია გადადგეს რა. მოდი გადადექი და ისეთი დავნიშნოთ რომელიც გააკონტროლებს მაღალ ეშელონებშიც, დაბალშიც და საშუალოშიც და ადამიანებს არ ჩაუდებენ,“-განაცხადა მელორ ვაჩნაძემ.

მთელი ევროპა გაიგებს რა დემოკრატები ხართ," – მელორ ვაჩნაძე "ქართულ ოცნებას" მიმართავს

„მტრად გამომაცხადეთ?… მთელი ევროპა გაიგებს რა დემოკრატები ხართ," – მელორ ვაჩნაძე "ქართულ ოცნებას" მიმართავსდეტალური ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს:http://rustavi2.ge/ka/news/119687

Gepostet von Rustavi 2 am Montag, 26. November 2018

პოპულარული სტატიები

ავარიას 2 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა

მთავარი რედაქტორი

რუსთავში დაშავებული 8 წლის გოგოს მდგომარეობა მძიმეა

მთავარი რედაქტორი

„თეა წულუკიანი!!!! შეაჩერეთ ეს ქალი!!!”

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....