NewsMedia-მედია აქტივიზმი
gas burning from a kitchen gas stove
მთავარი » მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ, “ყაზტრანსგაზ-თბილისი” განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება

მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ, “ყაზტრანსგაზ-თბილისი” განცხადებას ავრცელებს

ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების მსურველთა საყურადღებოდ, “ყაზტრანსგაზ-თბილისი” განცხადებას ავრცელებს.

“მიმდინარე წლის 1-ელი ოქტომბრიდან ძალაში შედის ცვლილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის №12 დადგენილებით დამტკიცებულ “ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებში”. კერძოდ, აღნიშნული წესების 191 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ქსელზე მიერთების მოთხოვნით წერილობითი მომართვის შემთხვევაში, კომპანიას განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადად განესაზღვრა 5 (ხუთი) სამუშაო დღე, ნაცვლად აქამდე არსებული 2 (ორი) სამუშაო დღისა. აღნიშნული რეგულაცია ეხებათ იმ ახალ მომხმარებლებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით არ იმყოფებოდნენ ადგილზე ან მათი შიდა ქსელი არ იყო მზად გამანაწილებელ ქსელზე მიერთებისათვის მომართვის პირველ ეტაპზე, რის გამოც გაზიფიცირების პროცესი სრულყოფილად ვერ განხორიელდა კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზებით.

დამატებითი შეკითხვებისათვის დაგვიკავშირდით 24 საათის განმავლობაში ნომერზე 2404004″, – ნათქვამია “ყაზტრანსგაზ-თბილისის” განცხადებაში.

პოპულარული სტატიები

რელიგია, რომელიც სიძულვილის თავშესაფრად იქცა

მთავარი რედაქტორი

ვეტერანები რკინიგზის ტრანსპორტით მგზავრობისას 50%-იანი შეღავათით ისარგებლებენ

მთავარი რედაქტორი

“.ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე ქართველი და საქართველოზე გადამკვდარი პატრიოტი”

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....