NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ტირანული მუსოლინის სიყვარული
მთავარი გვერდი

ტირანული მუსოლინის სიყვარული

იტა­ლი­ე­ლი დიქ­ტა­ტო­რის, ბე­ნი­ტო მუ­სო­ლი­ნის ცხოვ­რე­ბა­ში მრა­ვა­ლი ქალი იყო. ერ­თნი მას ეთაყ­ვა­ნე­ბოდ­ნენ, მე­ო­რე­ნი – ვერ იტან­დნენ, მე­სა­მე­ნი – აფე­ტი­შებ­დნენ. მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თი ქალი, რო­მელ­საც მუ­სო­ლი­ნი გულ­წრფე­ლად და თავ­და­ვი­წყე­ბით უყ­ვარ­და, იყო კლა­რა პე­ტა­ჩი. მას მო­მა­ჯა­დო­ე­ბელ ქა­ლად მი­იჩ­ნევ­დნენ. მუ­დამ მოხ­დე­ნილ­სა და ელე­გან­ტურს, იდე­ა­ლუ­რი ფი­გუ­რაც ჰქონ­და. კუპ­რი­ვით შავი, ხვე­უ­ლი თმა და მე­ტყვე­ლი თვა­ლე­ბი კი მეტ მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბას მა­ტებ­და. წარ­მო­მავ­ლო­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ოჯა­ხი­დან იყო. რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­ჭი­თა და გო­ნებ­რი­ვი მო­ნა­ცე­მე­ბით კლა­რა არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და.

1932 წლის 24 აპ­რილს სი­ნი­ო­რა პე­ტა­ჩი მუ­სო­ლი­ნის შეხ­ვდა და მა­შინ­ვე შე­უყ­ვარ­და ისე, რომ თავი სრუ­ლი­ად და­კარ­გა. იმ­ხა­ნად კლა­რას ოცი წელი შე­უს­რულ­და. ის უკვე რამ­დე­ნი­მე თვის გა­თხო­ვი­ლი იყო ახალ­გაზ­რდა მფრი­ნავ­ზე. ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა ვერ აე­წყო: მე­უღ­ლე ხში­რად სვამ­და, ცოლ­ზე ეჭ­ვი­ა­ნობ­და, ერთხელ სცე­მა კი­დეც. შუ­ახ­ნის დიქ­ტა­ტო­რი, თავ­შე­უ­კა­ვე­ბელ ქმარ­თან შე­და­რე­ბით, კლა­რას მა­მა­კა­ცურ საყ­რდე­ნად ეჩ­ვე­ნე­ბო­და.

ბე­ნი­ტო მუ­სო­ლი­ნი, რო­მე­ლიც წარ­მო­მავ­ლო­ბით პა­ტა­რა სოფ­ლი­დან იყო, ბავ­შვო­ბი­დან ძა­ლა­უფ­ლე­ბა­სა და სიმ­დიდ­რე­ზე ოც­ნე­ბობ­და. ფა­ენ­ცის სა­მო­ნას­ტრო სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ახალ­გაზ­რდა ერთხანს მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ობ­და სოფ­ლის სკო­ლა­ში მა­ნამ, სა­ნამ 1907 წელს შვე­ი­ცა­რი­ა­ში წა­ვი­დო­და და სო­ცი­ა­ლის­ტე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­ერ­თი­ან­დე­ბო­და. ყმაწ­ვილ­კა­ცი დიდი ორა­ტო­რუ­ლი ნი­ჭით იყო და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი და ჰქონ­და მტკი­ცე ხა­სი­ა­თი, რა­მაც სა­ხელ­მწი­ფოს სა­თა­ვე­ე­ბის­კენ გა­უკ­ვა­ლა გზა.

ქა­ლებ­შიც დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და. ამ­ბობ­დნენ, რომ დიქ­ტა­ტორს ცოლი არ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და და ყო­ველ­დღი­უ­რად ახალ-ახალ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბებს სა­ჭი­რო­ებ­და. მის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი ქალი ყო­ფი­ლა, რომ­ლებ­საც ვნე­ბი­ა­ნი დიქ­ტა­ტო­რი მე­ო­რე დი­ლით­ვე ივი­წყებ­და, მაგ­რამ ერ­თა­დერ­თი ქალი, რომ­ლის მი­მარ­თაც ის ნაზ გრძნო­ბა­სა და მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბას გა­ნიც­დი­და, იყო ახალ­გაზ­რდა კლა­რი­ტა. ის თა­ვის მხრივ მუ­სო­ლი­ნის აღ­მერ­თებ­და და გულ­წრფე­ლად მი­იჩ­ნევ­და გე­ნი­ო­სად.

გა­თხო­ვი­ლი ქა­ლის რე­პუ­ტა­ცი­ის­თვის ჩრდი­ლი რომ არ მი­ე­ყე­ნე­ბი­ნა, ბე­ნი­ტომ გუ­ლახ­დი­ლი სა­უბ­რის­თვის კლა­რას დედა მი­იწ­ვია და ხან­გრძლი­ვი გან­ხილ­ვე­ბის შე­დე­გად ნე­ბარ­თვა მი­ი­ღო მის ქა­ლიშ­ვილ­თან ოფი­ცი­ა­ლურ მე­გობ­რო­ბა­ზე.

ამის შემ­დეგ, მათ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე მთე­ლი იტა­ლია ალა­პა­რაკ­და. სი­ნი­ო­რა პე­ტა­ჩი კი თა­ვი­სი დრო­ის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ქალ­ბა­ტო­ნი გახ­და.

კლა­რა კვი­რა­ში რამ­დენ­ჯერ­მე სტუმ­რობ­და საყ­ვა­რელს, ხოლო რო­დე­საც მისი ქმა­რი რამ­დე­ნი­მე თვით ია­პო­ნი­ა­ში გაგ­ზავ­ნეს, შე­ეძ­ლო ყო­ველ­დღე მო­ე­ნა­ხუ­ლე­ბი­ნა მუ­სო­ლი­ნი პა­ლა­ცო-ვე­ნე­ცი­ა­ში, მათი ინ­ტი­მუ­რი შეხ­ვედ­რე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ ოთახ­ში.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი აზ­რია, რომ რამ­დე­ნი­მე წელს მუ­სო­ლი­ნი­სა და პე­ტა­ჩის ურ­თი­ერ­თო­ბა პლა­ტო­ნუ­რი ხა­სი­ა­თის იყო. ცნო­ბი­ლი არ არის, ეს შეყ­ვა­რე­ბულ­თა ორ­მხრი­ვი სურ­ვი­ლი იყო თუ უბ­რა­ლო შემ­თხვე­ვი­თო­ბა, მაგ­რამ ისე ხდე­ბო­და, რომ წყვი­ლი ნა­ხე­ვარ სა­ათ­ზე მეტს ერ­თად არ ატა­რებ­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ემო­ცი­უ­რი, მგრძნო­ბი­ა­რე და ფი­ცხი კლა­რი­ტა იტა­ლი­ელ დიქ­ტა­ტორს ეჭ­ვი­ა­ნო­ბის მძაფრ სცე­ნებს უმარ­თავ­და. მას არ სურ­და, ის ვინ­მეს­თან გა­ე­ყო და მცი­რე­დიც კი სწყინ­და, თუ საქ­მე სხვა ქალს ეხე­ბო­და. იგი მე­ქალ­თა­ნე ბე­ნი­ტოს­გან აბ­სო­ლუ­ტურ ერ­თგუ­ლე­ბას მო­ი­თხოვ­და. კლა­რამ თა­ვის მხრივ ყვე­ლა­ნა­ი­რი გუ­ლი­თა­დი ურ­თი­ერ­თო­ბა­ნი გა­წყვი­ტა ყო­ფილ ნაც­ნო­ბებ­თან და მთლი­ა­ნად თავს და­ტე­ხილ ვნე­ბას მი­ენ­დო.

მუ­სო­ლი­ნის კი არ უნ­დო­და საყ­ვარ­ლე­ბის დათ­მო­ბა. ქალს ამ­შვი­დებ­და, ეფი­ცე­ბო­და სიყ­ვა­რულს და თა­ვის ღა­ლატს მა­მა­კა­ცუ­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბით ამარ­თლებ­და.

შე­საძ­ლოა, კლა­რა ბე­ნი­ტოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად არც არას­დროს ჰყვა­რე­ბია…

ზო­გი­ერ­თი და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პირი მრა­ვა­ლი წლის მან­ძილ­ზე ჰყვე­ბო­და, რომ გაც­ნო­ბი­დან 4 წლის შემ­დეგ კლა­რამ ბე­ნი­ტოს თა­ვი­სი ფეხ­მძი­მო­ბის შე­სა­ხებ შე­ა­ტყო­ბი­ნა. დიქ­ტა­ტორ­მა საყ­ვა­რე­ლი ექიმ­თან წა­იყ­ვა­ნა, რო­მე­ლიც სი­ნი­ო­რას და­ეხ­მა­რა ნა­ყო­ფის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი­ყო, საყ­ვარ­ლის თან­დას­წრე­ბით. რამ­დე­ნი­მე დღე­ში კლა­რას პე­რი­ტო­ნი­ტი (მუც­ლის აპ­კის ან­თე­ბა) და­ე­წყო და მისი სი­ცო­ცხლე კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დად­გა. თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად მძი­მე პროგ­ნო­ზე­ბი­სა, პე­ტა­ჩი მა­ინც გა­დარ­ჩა და გა­მო­ჯან­მრთელ­და.

ვის­გან იყო ფეხ­მძი­მედ კლა­რა – მუ­სო­ლი­ნის­გან, სა­კუ­თა­რი ქმრი­სა­გან, თუ ვინ­მე სხვის­გან, – არც იტა­ლი­ე­ლი ბე­ლა­დი და არც მისი საყ­ვა­რე­ლი ამა­ზე არ სა­უბ­რობ­დნენ.

კლა­რა პე­ტა­ჩი არას­დროს ერე­ო­და პო­ლი­ტი­კა­ში, არც აინ­ტე­რე­სებ­და სა­ხელ­მწი­ფო საქ­მე­ე­ბი და საყ­ვა­რელს მხო­ლოდ თა­ვი­სი მე­გობ­რე­ბი­სა და ნაც­ნო­ბე­ბის დახ­მა­რე­ბას სთხოვ­და, რომ­ლებ­საც პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­დათ. ბე­ნი­ტოს არ შე­ეძ­ლო ამა­ზე უა­რის თქმა და უზარ­მა­ზარ თან­ხებს გა­მო­ყოფ­და საყ­ვარ­ლის ღა­რი­ბი მე­გობ­რე­ბის­თვის; ნე­ბას რთავ­და კლა­რას ნაც­ნო­ბებს, არა­ლე­გა­ლუ­რად გა­სუ­ლიყ­ვნენ იტა­ლი­ი­დან, ხოლო კა­ნონ­დამ­რღვე­ვებს, კლა­რი­ტას წყა­ლო­ბით, სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის­გან ათა­ვი­სუფ­ლებ­დნენ. ყო­ველ­თვის მკაც­რი და პრინ­ცი­პუ­ლი მუ­სო­ლი­ნი საყ­ვა­რელ­თან სრუ­ლი­ად სხვა, გამ­გებ, მომთმენ და დამ­ყოლ ადა­მი­ა­ნად გარ­და­ი­სა­ხე­ბო­და.

ომის შუა პე­რი­ოდ­ში, როცა გერ­მა­ნი­ის მარ­ცხი ეჭვს უკვე აღარ იწ­ვევ­და, იტა­ლი­ე­ლი დიქ­ტა­ტო­რის წი­ნა­აღ­მდეგ ხმა აი­მაღ­ლა ოდეს­ღაც მის­მა ერ­თგულ­მა ხალ­ხმა.

ცუდი წი­ნათ­გრძნო­ბის გამო მუ­სო­ლი­ნიმ და­უ­რე­კა თა­ვის საყ­ვა­რელს და და­ჟი­ნე­ბით სთხო­ვა, ფა­რუ­ლად და­ე­ტო­ვე­ბი­ნა ქვე­ყა­ნა, მაგ­რამ კლა­რა არც ფიქ­რობ­და შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა ბე­ნი­ტოს მო­თხოვ­ნა, ფი­ცით და­უ­დას­ტუ­რა ერ­თგუ­ლე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი. მან გა­და­წყვი­ტა, გან­კი­ცხუ­ლი დიქ­ტა­ტო­რის ხვედ­რი გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნა. მუ­სო­ლი­ნის გული მო­ულ­ბა, ხოლო თა­ვის კერპზე შეყ­ვა­რე­ბულ­მა ქალ­მა ჯერ არ იცო­და, რისი ჩა­დე­ნა მო­უხ­დე­ბო­და სა­კუ­თა­რი გრძნო­ბე­ბის და­სა­ცა­ვად.

იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი, გა­ტე­ხი­ლი და გულ­დამ­ძი­მე­ბუ­ლი ბე­ნი­ტო მუ­სო­ლი­ნი მორ­ჩი­ლად ელო­და სა­ბო­ლოო გა­ნა­ჩენს. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი პე­ტა­ჩი კი დიქ­ტა­ტო­რის სახ­ლთან ახ­ლოს და­სახ­ლდა და ყო­ველ­დღე სთხოვ­და შეხ­ვედ­რას. მას არ უნ­დო­და შე­ემ­ჩნია, რომ მუ­სო­ლი­ნიმ ცხოვ­რე­ბის მი­მართ ყო­ველ­გვა­რი ინ­ტე­რე­სი და­კარ­გა. მო­ი­მა­ტა წო­ნა­ში, და­ბერ­და, შე­წყვი­ტა სა­კუ­თა­რი თა­ვის მოვ­ლა. მაგ­რამ მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი, გა­უ­პარ­სა­ვი და შე­შუ­პე­ბუ­ლი დიქ­ტა­ტო­რი ახალ­გაზ­რდა ქა­ლის­თვის ძვე­ლე­ბუ­რად ძვირ­ფა­სი იყო.

ასე გა­ვი­და თით­ქმის ორი წელი. ხოლო 1945 წლის აპ­რილ­ში იტა­ლი­ე­ლი ბე­ლა­დი გერ­მა­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის თან­ხლე­ბით ავ­სტრი­ის სა­ზღვრის­კენ მი­ე­მარ­თე­ბო­და. ერ­თგუ­ლი მე­გო­ბა­რი ქალი მას თან გაჰ­ყვა. გამ­გზავ­რე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღით ადრე მუ­სო­ლი­ნიმ ცოლს უკა­ნას­კნე­ლი წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნა:

“ამ­გვა­რად, ჩემი ცხოვ­რე­ბის წიგ­ნის უკა­ნას­კნე­ლი თა­ვიც სრულ­დე­ბა, – წერ­და ის, – მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე გვერ­დი­ღა დარ­ჩა გა­და­სა­ფურ­ცლი. ვინ იცის, ოდეს­მე კი­დევ შევ­ხვდე­ბით თუ არა. ამი­ტომ გიგ­ზავ­ნი ამ წე­რილს. მა­პა­ტიე ყვე­ლა ბო­რო­ტე­ბა, რაც კი ოდეს­მე უნე­ბუ­რად მო­გა­ყე­ნე…” – ამის შემ­დეგ მე­უღ­ლეს აღარ შეხ­ვედ­რია. ახლა მის ბედს მხო­ლოდ კლა­რა პე­ტა­ჩი იზი­ა­რებ­და.

შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­მა სა­ზღვა­რი ვერ გა­დაკ­ვე­თეს, მათ თავს პარ­ტი­ზა­ნე­ბი და­ესხნენ. გერ­მა­ნე­ლებ­მა ძა­ლით ჩა­აც­ვეს დაბ­ნე­ულ მუ­სო­ლი­ნის გერ­მა­ნუ­ლი ფორ­მა, ხოლო საყ­ვა­რე­ლი ქალი მან­ქა­ნი­დან გად­მო­აგ­დეს. მაგ­რამ დუ­ჩეს მი­მალ­ვა არ გა­მო­უ­ვი­და. პარ­ტი­ზა­ნებ­მა მო­ხუც­ში იტა­ლი­ე­ლი ფა­შის­ტე­ბის ბე­ლა­დი ამო­იც­ნეს, ხოლო მან­ქა­ნი­დან გად­მოგ­დე­ბულ ქალ­ბა­ტონ­ში – მისი საყ­ვა­რე­ლი. ტყვე­ე­ბი ბად­რა­გის თან­ხლე­ბით პა­ტა­რა სო­ფელ მე­ცეგ­რა­ში წა­იყ­ვა­ნეს და პა­ტა­რა ოთახ­ში გა­მო­კე­ტილ­ნი, დი­ლამ­დე მარ­ტო და­ტო­ვეს. კარს იქით დაც­ვა იდგა. შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­მა კი აქ პირ­ვე­ლი და უკა­ნას­კნე­ლი ღამე გა­ა­ტა­რეს ერ­თად.

დი­ლით, როცა ტყვე­ე­ბი გა­დაჰ­ყავ­დათ, ბად­რა­გებს თავს რამ­დე­ნი­მე უცხო პირი და­ეს­ხა და ტყვე­ე­ბი გა­ი­ტა­ცეს. უც­ნო­ბე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ცნო­ბი­ლი კო­მუ­ნის­ტი აღ­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც ფა­შის­ტებს მკაც­რად და და­უნ­დობ­ლად უს­წორ­დე­ბო­და. ის და მისი თა­ნა­მო­აზ­რე­ნი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ზა­რალ­დნენ მუ­სო­ლი­ნის რე­ჟი­მის­გან და თვლიდ­ნენ, რომ ფა­შის­ტე­ბის წი­ნამ­ძღო­ლე­ბის გა­სა­მარ­თლე­ბას აზრი არ ჰქონ­და – ისი­ნი ად­გილ­ზე უნდა გა­ე­ნად­გუ­რე­ბი­ნათ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, უდა­ნა­შა­უ­ლო ქა­ლის მოკ­ვლა კო­მუ­ნისტს არ სურ­და. მან ბელ­მონ­ტეს ვი­ლას­თან ახ­ლოს გა­ა­ჩე­რა მან­ქა­ნა და უბ­რძა­ნა მუ­სო­ლი­ნის, გად­მო­სუ­ლი­ყო. როცა კლა­რამ ბად­რა­გე­ბის ხელ­ში შე­მარ­თუ­ლი ავ­ტო­მა­ტე­ბი და­ი­ნა­ხა, გამ­წა­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნი­დან გად­მოხ­ტა, საყ­ვა­რელ მა­მა­კაცს გა­და­ე­ფა­რა და მის­კენ გას­რო­ლი­ლი ტყვი­ით გა­ნიგ­მი­რა. შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი დახ­ვრი­ტეს 1945 წლის 28 აპ­რილს. მათი გვა­მე­ბი გაგ­ზავ­ნეს მი­ლან­ში და თავ­ქვე ჩა­მო­კი­დეს ცენ­ტრა­ლურ მო­ე­დან­ზე.

ომის შემ­დეგ იპო­ვეს სი­ნი­ო­რა პე­ტა­ჩის დღი­უ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც 15 ტომს შე­ად­გენ­და. ასე­ვე რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი წე­რი­ლი და ლექ­სი, რო­მელ­თა ად­რე­სა­ტიც იტა­ლი­ე­ლი დიქ­ტა­ტო­რი იყო. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, კლა­რი­ტას დიდი და ღრმა სიყ­ვა­რუ­ლი შე­ეძ­ლო.

წყარო: Ambebi.ge

პოპულარული სტატიები

” სააკაშვილმა გაუხსნა ცეცხლი გრადებით საკუთარ მოსახლეობას 2008 წლის 7 აგვისტოს” (ვიდეო)

მთავარი რედაქტორი

თურქი ჟურნალისტი ექსპრემიერზე დაწერილი სტატიის გამო გაასამართლეს

მთავარი რედაქტორი

აღმოაჩინეს 939 გენი, რომელიც ადამიანის მაღალ ინტელექტს უკავშირდება

გადასვლა....