NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “მიჭირს ავხსნა მშობლის საქციელი… რატომ არცხვენთ შვილს სახალხოდ?”
საზოგადოება

“მიჭირს ავხსნა მშობლის საქციელი… რატომ არცხვენთ შვილს სახალხოდ?”

თითქმის ერთ კვირაზე მეტია საქართველოს სკოლებში სწავლა განახლდა და არდადეგებიდან დაბრუნებულ მოსწავლეებს მათთვის ჩვეულ თუ უჩვეულო რეჟიმში უწევთ სასკოლო პროცესებთან “გამკლავება”. ამ მხრივ მშობლებსაც ნაპოვნი აქვთ თავიანთი როლები, ზოგი უწყვეტ რეჟიმში აკონტროლებს იმას, თუ რა დავალებები აქვს შესასრულებელი შვილს, ზოგიც ენდობა ბავშვს და არ თვლის, რომ სკოლის მოსწავლეს გვერდზე უნდა მიუჯდეს გაკვეთილების მომზადებისას. სამწუხაროდ, არიან ისეთებიც, რომლებსაც საერთოდ არ აღელვებთ, რით არიან დაკავებული საგაკვეთილო პროცესში მათი შვილები.
სინამდვილეში ამხელა შესავალი იმ ფაქტის გამო დავწერე, რომელსაც თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის წინ შევესწარი.  წერილს “მშობლები.ge” აქვეყნებს:

სკოლის შესასვლელთან რამდენიმე მშობელი იდგა, სავარაუდოდ, პირველკლასელ შვილებს ელოდებოდნენ. მოულოდნელად ხმაური შემომესმა, დედა ჯიუტად უბრიალებდა შვილს თვალებს და უყვიროდა: “არ მაინტერესებს, აქვე დაწერ დავალებას”. გოგონა დაახლოებით 8-9 წლის იქნებოდა, როგორც ჩანს, დედის გაბრაზების მიზეზი ის გახდა, რომ სხვა მშობლისგან გაიგო დავალების შესახებ, რომელიც შვილს არ ჰქონდა შესრულებული.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ სკოლა არის გზის პირას და შესასვლელით

ან, სადაც ეს ამბავი ხდება, უამრავი ადამიანი გადი-გამოდის. სულ რომ მოინდომოს ბავშვმა დავალების შესრულება, ჩნდება კითხვა, სად უნდა დაწეროს, რამდენ ხანში უნდა მოასწროს ან როგორ? თავი დავანებოთ იმას, რომ ასეთი წნეხის და ფსიქიკური ძალადობის ფონზე, რამდენად კარგად შეძლებს თავი გაართვას დედის მოთხოვნებს, ცალკე საკითხია…

ძალიან მიჭირს ავხსნა მშობლის საქციელი, რომელიც იმ წუთას ალბათ საკუთარ შვილზე მეტად ყველა დანარჩენს უწევდა ანგარიშს. ფიქრობდა იმაზე, როგორ შეიტყო სხვა მშობლისგან, რომ თურმე დავალება ჰქონია ბავშვს დასაწერი, ბავშვზე შეტევით წარმოაჩინა თავი მომთხოვნ დედად, რომელიც არასდროს დაუშვებს დავალების გარეშე შვილის სკოლაში გაშვებას…

ცხადია, ყველას თავისი აღზრდის მეთოდები აქვს და საკუთარი დამოკიდებულება, თუ როგორ მისცეს შვილს განათლება, თუმცა ბავშვის ასე სახლახოდ შერცხვენით, მან იმაზე ბევრად მეტი დააშავა, ვიდრე მოსწავლის სკოლაში დავალების გარეშე მისვლაა“.

პოპულარული სტატიები

“ქოცი და დებილი რომ სინონიმებია, ეს იქედანაც ჩანს, რომ…”

მთავარი რედაქტორი

ზაზა სარალიძე პოლიციის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდა (ვიდეო)

მთავარი რედაქტორი

მწერალი თამაზ ჭილაძე გარდაიცვალა

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....